კაკულია ნაზირა ბოჩიას ასული
კაკულია ნაზირა ბოჩიას ასული

კაკულია ნაზირა ბოჩიას ასული (14.X.1968, სოხუმი). ეკონომისტი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა გორკის სახ. აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტი სახ. მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით (1984-1989); პარალელურად დაამთავრა ინგლ. ენისა და ლიტერატურის მეორადი სპეციალობა; მუშაობდა ქ. სოხუმში საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახ. მეურნეობის ეკონ., დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1989-1991); სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტის ასპირანტურაში (1991-1994); მუშაობდა ამავე ინ-ტის მიკროეკონომიკის განყ-ბის ჯერ უმცროს, მოგვიანებით კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1993-2013); მაკროეკონომიკისა და ფინანს. ანალიზის მიმართულებით სტაჟირება გაიარა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტსა და ავსტრიის გაერთიანებულ უნ-ტში (JVI, 1997); მონაწილეობდა საგადასახადო სისტემის რეფორმების სამუშაო ჯგუფში ვენის გაერთიანებულ უნ-ტში (1998); არის TBC ბანკისა და ჩიკაგოს ბანკის ერთობლივ პროექტში უძრავი ქონების ექსპერტი (Shore Bank, 2000); დაასრულა კემბრიჯის საერთაშ. კოლეჯი პროფ. ინგლისურის მიმართულებით (executive study, 2010). დაიცვა დისერტაცი თემაზე „პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ნეკროეკონომიკური შედეგები და მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებანი: (საქართველოს მაგალითზე) (2010); არის სოხუმის ფილიალის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი; იქვე იყო სასწ. პროცესის მართვის სამსახურის უფრ. და ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1991-2010); იგი არის თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი; წარმატებით მუშაობს ფრანგულენოვან (ბილინგვური) სამაგისტრო პროგრამის დანერგვაზე (2007–დან). არის მაკროეკონომიკის კათედრაზე შექმნილი „მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვ. (2023–დან). ავტორია ისეთი საერთაშ. აღიარებული ინგლ. გამოცემის ქართ ენაზე ავტორიზებული თარგმანის რედაქტორი და მთარგმნელი, როგორიცაა: ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“; დ. ნ. უეილის „ეკონომიკური ზრდა“; მ. პ. ტოდაროსა და ს. ჩ. სმიტის „ეკონომიკური განვითარება“; უ. ფ. მიტჩელის, ლ. რ. რეის, მ. ჯ. უოტსის „მაკროეკონომიკა“. საერთაშ. მობილობის ფარგლებში საჯარო ლექციებით მიწვეული იყო ტუშას (იტალია), ა. ქოჯათეფეს (თურქეთი), ლილის კათოლიკურ (საფრანგეთი), ველიკო ტერნოვოსა და ხარიგოს უნ-ტებში (ბულგარეთი, 2017-2025). კ. ნ.-ს გამოაქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: „ეკონომიკური რყევების თეორიები ეკონომიკური კრიზისის ასპექტით“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, №1); „ვალუტის გაცვლითი კურსის რეჟიმები და მათი გავლენა მიკროეკონომიკურ სტაბილურიბაზე“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2013, №4); „მდგრადი განვითარების ინდექსები და საქართველო“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2022, N 4, ტ. 14); „The Institutional Characteris-tics of Government Debt Management and Associated Challenges in Georgia“ (Journal Of Economic and Business Is-sues, 2024, N 4); არის  მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მომხსენებელია; ორგანიზატორია ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ერთობლივი კონფერენციების ლუბლინის უნ-ტან (პოლონეთი, 2010-2016). კ. ნ.-ს რედაქტორობით „მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრი“ ლილის კათოლიკურ უნ-ტან ერთად, უშვებს ერთობლივ სამეცნ. მონოგრაფიების სერიას „მდგრადი განვითარება“, სადაც ქართვ. მკვლევრებთან ერთად ნაშრომებს ბეჭდავენ ფრანგი კოლეგებიც (საფრანგეთი-Lille Catholic University); იგი თანაავტორია კოლექტიური მონოგრაფიებისა;  დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის უმაღლ. საბჭოს საპატიო სიგელით - „ღირსების ორდენით“და პაატა გუგუშვილის სახ. ინ-ტის მედლით.

თხზ.:  კაკულია, ნ. (მთარგმნელი). (2016). უეილი, დ. ეკონომიკური ზრდა. თბ., უნ-ტის გამ–ბა; Kakulia, N. (თანაავტორი). (2020). Strategies of socio-economic development and mechanisms of their implementation in the conditions of economic uncertainty and globalization changes : International collective monograph. Tb., Universal; Kakulia, N. (თანაავტორი). (2025). Determinants of ESG sustainability in financial systems: a fuzzy cognitive approach with a focus on Georgia. Volume 12 Number 3 March; კაკულია, ნ. (მთარგმნელი). (2025). ტოდარო, მ.  ეკონომიკური განვითარება: (სახელმძღვანელო 2 ნაწილად). თბ., უნ-ტის გამ-ბა.