კაკულია ეთერ არსენის ასული
კაკულია ეთერ არსენის ასული

კაკულია ეთერ არსენის ასული (01.X.1951, ზუგდიდის რ–ნი სოფ. კახათი), ეკონომისტ-მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ–ის საინჟ.-ეკონ. ფაკ–ტი (1975), ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატი (2006). მუშაობდა თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ–ტში (1975–დან) უფრ. ლაბორანტის (1975-1977), უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის (1978-2006), მეცნიერ თანამშრომლის (2006-2009), უფრ. მეცნიერ თანამშრომლის (2009-2025) თანამდებობაზე; იყო თბილ. ღია უნ–ტის სრული პროფესორი (2009-2014).  არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის 3 მონოგრაფიის.

თხზ.: კაკულია, ე. (თანაავტორი). (2008). მცირე  ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში. თბ., პ. გუგუშვილის  ეკონომიკის ინ–ტის გამომც.; კაკულია, ე. (თანაავტორი). (2009). სოციალური რეფორმები გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის საქართველოში. თბ., გამომც.  პოლიგრ. ცენტრი ბარტონი; კაკულია, ე. (თანაავტორი). (2009). სოციალური რეფორმები გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის საქართველოში. თბ., გამომც.  პოლიგრ. ცენტრი ბარტონი.