კაკულია დავით გურამის ძე
კაკულია დავით გურამის ძე

კაკულია დავით გურამის ძე (10.IX.1971, თბილისი). სწავლობდა აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტში (1988-1994); შემდგომ თსუ-ის სოხუმის ფილიალის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე და წარჩინებით დაამთავრა  რადიოფიზიკის სპეციალობა; თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტურა (2000-2003). მუშაობდა თსუ-ის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორ. ლაბორანტად (2000-2003); უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (2003-2006); გამოყენებითი ელექტროდინამიკის და რადიოტექნიკის ლაბორ. გამგედ (2006-2013); არის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2013-დან); იყო სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი; მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2017); არის ინ-ტის “ოპტიკა“ დირექტორი (2017-დან); მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. წოდება სადისერტაციო ნაშრომისათვის „ღია მეტალური ზედაპირების სიხშირული მახასიათებლების შესწავლა დამხმარე გამომსხივებლების მეთოდით“ (2003). კ. დ.-ს აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაცია ელექტრომაგნიტური თავსებადობის, ანტენური, შებრუნებილი ამოცანების, ელექტრომაგნიტური ველის ადამიანზე გავლენის შესწავლის, პერიოდული სტუქტურების და ნახევარგამტარული ფიზიკის მიმათულებებით. მათ შორის: ”The Method of Auxiliary Sources Approach to Modeling of Electromagnetic Field Scattering on Two-Dimensional Periodic Structures” (Journal of Computational and Theoretical Nanoscience, 2011, Vol. 8);  “Influence of Specific Absorption Rate Averaging Schemes on Correlation between Mass-Averaged Specific Absorption Rate and Temperature Rise” (Electromagnetics, 2009, Volume 29, Number 1, Taylor & Francis, January); ’’Design and assessment of a novel biconical human sized alternating magnetic field coil for MNP hyperthermia treatment of deep seated cancer” (Cancers, 2023, vol. 15, no. 6). ჰქონდა და აქვს აქტ. თანამშრომლობა უცხ. უნ-ტებთან და კომპანიებთან; ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინ-ტთან; მისურის მეცნ. და ტექნოლ. უნ-ტთან; დარტმუთის კოლეჯთან; კომპანია მოტოროლასთან. არის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინ-ტის  წევრი (IEEE, 2000 -დან).