კაკიტაძე კონსტანტინე
კაკიტაძე კონსტანტინე

კაკიტაძე კონსტანტინე (25. XI. 1959, სოფ. დერჩი, წყალტუბოს რაიონი — 17. IX. 2010), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი. დაამთავრა ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1982). იგი იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინ-ტის უფრ. ლაბორანტი (1982-დან), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-დან),  მეცნიერ-თანამშრომელი (1987-დან), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-დან), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2003-დან),  სამეცნ. ინფორმაციის განყ-ბის გამგე (2006-დან). კ. კ. თსუ-ის ახალციხის ფილიალის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანის პოზიციას იკავებდა (1990-1998).  იგი იყო სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. უნ-ტის დოცენტი (1991-1998), თსსი-ის პროფესორი და მასმედიისა და საზ-ებრივი კომუნიკაციების ინ-ტის პროფესორი (2003-2006), სრული პროფ. (2006-2008). იყო საერო ინს-ტი „რვალის“ სასწ.-სამეცნ. მუშაობის დეპარტ. უფრ. (2008-დან), სრული პროფესორი. გახდა ამიერკავკასიის საერთაშ. უნ-ტის სრული პროფესორი და ილია ჭავჭავაძის უნ-ტის სატელევიზიო ცენტრის პროფესორი (2010). იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2002). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „ქართული ენის ლეჩხუმური დიალექტი (რაჭულთან და იმერულთან მიმართებით)“ (1987), სადოქტორო დისერტაციის თემა კი იყო „სიტყვის მნიშვნელობის ცვლის საკითხები ქართულში (დიაქრონიული ანალიზი)“, (2002).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კაკიტაძე, კ. (2005). სიტყვის მნიშვნელობის ცვლის საკითხები ქართულში.  ISBN: 9994006878; კაკიტაძე, კ. (2005). საგანმანათლებლო ტერმინთა განმარტებანი: ლექსიკონი. ხატულა. ISBN: 9994006916; კაკიტაძე, კ. (2010). ლექსები. მერიდიანი. ISBN: 9789941102929.