კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ას
კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ას

კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ას (29.X.1962, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ მკვლევრად (1988-დან). პ. ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მიწვეულ მკვლევრად (ФИАН, მოსკოვი, 1999-დან). ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორია (2008-დან); მუშაობდა მიწვეულ პროფესორად რატგერსის (აშშ) და ჟენევის (შვეიცარია) უნ-ტებში (200-2003); პროფესორ-მკვლევრად კანზასის  სა­ხელმწ. უნ-ტში (აშშ, 2005-2006); არის ლაურენტიან უნ-ტის საპატიო პროფესორი (კანადა, 2006-დან); კარნეგი მელო­ნის უნ-ტის  პროფესორ-მკვლე­ვარი (აშშ, 2009-დან); მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკას; დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის ­კანონზომიერებები სამ­ყაროს გაფართოებისას, გამო­ითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები. არის ათე­ულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი; მიღებული აქვს მრავალი სამეცნ. ფონდის გრანტი (მ. შ. NASA-ს სამწლიანი გრანტი (2010), National Science Foundation-ის გრანტი (2016) და სხვ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (მოსკოვი, 1999; თბილისი, 2002), პროფესორი (2000).