კახნიაშვილი ნათია ჯემალის ასული
კახნიაშვილი ნათია ჯემალის ასული

კახნიაშვილი ნათია ჯემალის ასული (01. III. 1977, თბილისი). დაამთავრა  და მიიღო საფინანსო და საბანკო საქმიანობის მენეჯერის სპეციალობის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (1994-1999). კ. ნ.  ეწეოდა პედ. საქმიანობას სხვადასხვა ორგანიზაციებში (2001-დან). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის ასპირანტი (2001-2004); თბილ. საბაზრო ეკონ. და სამართ. ინ-ტი  ასისტენტ პროფესორი (2001-2013); თბილ. საბაზრო ეკონ. და სამართ. ინ-ტის  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფრ. (2009 -2013); თბილ. 150-ე საჯარო სკოლის  პედაგოგი (2003-2011); თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტის ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალიზაციის დოქტორანტი (2008-2011); უნ-ტი მასკი-ლექტორი (2011-2012); ასევე დაამთავრა თბილ. საბაზრო ეკონ. და სამართ. ინ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და მიენიჭა სამართალმცოდნის აკად. ხარისხი (2005-2009); იგი არის საქართვ. ტექნ. უნ-ტის დოქტორანტი (2015-2017);   თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე მოწვეული ლექტორი (2006-დან); ასისტენტ პროფესორი (2015-დან); წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის  აკად. ხარისხი (2017). კ. ნ. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ., ეროვნულ და რეგიონალურ სასწ.-სამეცნ. კონფერენციებში: თსუ-ის საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მონაწილე (2016); ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის მეორე უნივერსიტეტთაშორისი სამეცნ. კონფერენციის მონაწილე (2015-2016); პ. გუგუშვილის ინ-ტის დაარსების დღისადმი  მიძღვნილი  საერთაშ. სამეცნ.-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე (2016); ბათუმი, მეზღვაურთა საერთაშ. დღისადმი მიძღვნილი საერთაშ. სამეცნ.-პრაქტიკული კონფერენციის, „თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, ჰიპოთეზები, კვლევები“ მონაწილე (2015); პ. გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ.  სამეცნ.-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე (2015); ვარშავა, საერთაშ. კონფერენცია „მომავალი ლიდერები“ მონაწილე (1999). გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეკონომიკურ-ფინანსური ტენდენციების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში” (2019); „ვალუტის გაუფასურების შედეგები და მოლოდინები საქართველოში“ (2020);   „კრიზისების დაძლევის პოლიტიკა კომერციულ ბანკებში გლობალური პანდემიის (კოვიდ 19)-ის ფონზე” (2021).

თხზ.: კახნიაშვილი, ნ. (2020). სიღარიბის დაძლევის ფინანსური ასპექტები საქართველოში: მონოგრაფია, თბ., უნივერსალი, ISBN 9789941827488; 52გვ.