კახნიაშვილი ნათელა
კახნიაშვილი ნათელა

კახნიაშვილი ნათელა სიმონის ასული ( 25.V.1926 ქ. თბილ.- 17.III. 1989). მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1984), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1978). წარჩინებით დაამთავრა:ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. 23-ე   საშ. სკოლა და თსუ-ის ფიზ-მატ. ფაკ-ტი (1949), სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში (აკად. ვ. კუპრაძის ხელმძღვანელობით). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1954). ის წლების მანძილზე ეწეოდა პედ. და სამეცნ.  საქმიანობას  თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრაზე ჯერ დოცენტის და შემდგომ პროფესორის თანამდებობაზე.  ქართვ. ფიზიკოსების არაერთმა თაობამ გაიარა მის მიერ შემუშავებული სასწ. კურსები „ანალიზური გეომეტრია“ და „უმეღლესი ალგებრა“. მისი მრავალწლიანი წარმატებული პედ. საქმიანობა აისახა მისი ავტორობით დაწერილ ქართ. სახელმძღვანელოებში.  მისი  ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. 

თხზ.:  Кахниашвили, Н. (1972). К доказательству теорем существования  для основных динамических задач термо-упругости, Сообщения АН ГССР, т. 66; კახნიაშვილი, ნ. (1982). ანალიზური გეომეტრია, თბ.; კახნიაშვილი, ნ. (1982). უმაღლესი ალგებრათბ.