კახიძე ვასილ ბესარიონის ძე
კახიძე ვასილ ბესარიონის ძე

კახიძე ვასილ  ბესარიონის ძე   (1874-1937). ქართვ. საზ. მოღვაწე. პედ. და სას. პირი. დაიბადა მღვდლის ოჯახში.  სწავლობდა ქუთ.  სას. სასწავლებელში (1903). პედ. კურსების გავლის შემდეგ, მასწავლებლად მუშაობდა სარგვეშში (1893); ახმეტის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში (1898); დაინიშნა თელავის „ღვათების“ ფერისცვალების სახ. ეკლესიის მედავითნედ.  მღვდლად კურთხევის შემდეგ კოღოთოს წმ. გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა (1908); იყო გამოჩენილი ქართვ. პოეტის, რაფიელ ერისთავის სიძე. მას ცოლად ჰყავდა რაფიელის ქალიშვილი-ანასტასია ერისთავი. წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საგანმან. საქმიანობაში. იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); "ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელისაზ-ების" ნამდვილი წევრი (1892-1916); XX საუკუნის 30-იან წლებში, სხვა მრავალ სას. პირთან ერთად,  კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. იგი, ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს, და რუს. ტერიტორიაზე გადაასახლეს. დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში.

ლიტ.: საქართვ. ეროვნ.  არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 3ა.