კახიძე გურამ პეტრეს ძე
კახიძე გურამ პეტრეს ძე

კახიძე გურამ პეტრეს ძე (26.X.1931, თბილ.-16.VIII.2008, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ფაკ-ტი (1955). მუ­შაობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში კოსმოსური სხივების ლა­ბო­რატო­რია­ში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე (1951-1960); ამავე ლაბორ. გამგედ (1960-1962); მონაწილეობდა სამეცნ. აპარატურის, კერძოდ, მაგნიტური სპექტრომეტრის შექმნაში იალბუზის კოსმოსური სხივების შემსწავლელი სადგურისთვის; მოსკოვის სა­ხელმწ. უნ-ტის ბირთვული ფიზიკის სამეც.-კვლევით ინ-ტში (НИИЯФ МГУ) იკვლევდა მაღალი ენერგიების პირველად კოსმოსურ გა­მო­სხი­ვებას დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე(1963-1974); შეიმუშავა, დაამზადა და გამოიკვლია სამეცნ. აპარატურა, რ-იც დაიდგა "პროტონ" სერიის დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე, მათ შორის წილადმუხტიანი კვარკების და მაგნიტური მონოპოლების არსებობის შესამოწმებლად (1970-1986); მუ­შა­ობ­და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (1974-1993); კოსმოსური კვლევის ინ-ტის  ლაბორ. გამგედ, სადაც "კოსმოს" სერიის დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე იკვლევდნენ კოსმოსურ გამა-აფეთქებებისას წარმო­ქმნილ ახლადაღმო­ჩენილ გამო­სხი­ვე­ბას (მოსკოვი, 1971-1978); "კოსმოს-1106" დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე შესრულებული გაზომვებით დადგინდა დედამიწის მაგნიტოსფეროში პოზიტრონული სარტყლის არსებობა (1979); მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დამზადდა სამეცნ. აპარატურის კომპლექსი ორბიტალური სადგურისათვის МИР (1986); მუშა­ობ­და რუსეთის მეცნ. აკადემიის მართვის პრობლემების ინ-ტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (1992-2008); მონაწილეობდა საერთაშ. კოსმოსურ ორბიტალურ სადგურზე მიმდინარე კვლევებში (1995-დან); მისი სამეცნ. კვლევები ეხება რენტგენისა და გამა-გამოსხივების კოსმოსური წყაროების შესწავლას, შესაბამისი აპარატურის შემუშავებასა და დამზადებას. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1993).