-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი აკადემიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კახაია კახა (17.II.1949, წყალტუბოს რაიონი). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (1990), აკადემიკოსი, დოქტორი (2007). თსუ-ის თეორ. მექანიკის კათედრის ლაბორანტი (1971-1974); თსუ-ის ასპირანტი (1974-1977) თსუ-ის თეორ. მექანიკის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1978-1985), თეორ. მექანიკის კათედრის ასისტენტი (1985-1991), დოცენტი (1991-2005), აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი (2006-2008), თსუ-ის მიწვეული სპეციალისტი (2006-დან). კ. კ-ს სამეცნ. მოღვაწეობის ინტერესს წარმოადგენს სენ-ვენანის ამოცანების კვლევა პრიზმატულთან მახლობელი ცილინდური ძელებისათვის. კერძოდ, შესწავლილი იქნა ბუნებრივად დაგრეხილი და ოდნავ გაღუნული ანიზოტროპული, ერთგვაროვანი ძელების დეფორმაციის საკითხები. მოგვიანებით შეიმუშავა სენ-ვენანის ამოცანების ამოხსნის უფრო მოსახერხებელი ალგორითმი, რის საფუძველზეც შენარჩუნებული იქნა მცირე პარამეტრის (მცირე პარამეტრი - ძელის დაგრეხილობის და გაღუნვის დონე) მაღალი ხარისხები და შესაძლებელია გახდა შესწავლილი ყოფილიყო მცირე პარამეტრის მიმართ ხარისხოვან მწკრივად წარმოდგენილი ძაბვისა და დეფორმაციის კომპონენტების კრებადობის საკითხი. ზოგიერთი ანიზოტროპული მასალის შემთხვევაში დასმული ამოცანები მიყვანილი იქნა რიცხვით შედეგებამდე. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნ. ნაშრომი.