-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
კახაძე ოტია ილარიონის ძე (28. III. 1918, სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი — 28. X. 2003), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ბა (1945), იმავე წელს ჩაირიცხა და მოგვიანებით დაამთავრა ასპირანტურა (1948). მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბაში (1948-1964), სიცოცხლის ბოლომდე — მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბაში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1964-დან). თსუ-ში კითხულობდა ლეზგიური ენის კურსს. აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის შედგენაში, რომლის გამოც მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია. იგი ავტორია 200-მდე მეცნიერული ნაშრომისა. კ. ო. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1973). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „პურეულის ლექსიკა ქართულში“ (1949). სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის“ (1973). მას გადაეცა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კახაძე, ო. (1979). არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის. მეცნიერება.