კაკაშვილი ნატო ნიკოლოზის ასული
კაკაშვილი ნატო ნიკოლოზის ასული

კაკაშვილი ნატო ნიკოლოზის ასული (20.VII.1962, ჩხოროწყუ), ეკონომისტი, პროფესორი. წაჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით (1989) და ასპირანტურა (1992), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ დაზღვევა საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში“; არის ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1998), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2023). მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ჩხოროწყუს საფინანსო განყ-ების სახელმწ. შემოსავლების უფრ. ეკონომისტად (1989); გორის სახელმწ. ეკონ. ინ-ტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის კათედრაზე (1994); თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტზე ასისტენტად (1994-2006), შემდეგ დოცენტად. პროფ. პროგრამის ,,საბაჟო საქმის" ხელმძღვანელად (2015). კ. ნ. იყო ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის მდივანი; სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ.; ფაკ-ტის კრედიტების აღიარების კომისიის წევრი; მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშ. კონფერენციებში, სამეცნ. გრანტებსა და პროგრამებში. გამოაქვეყნა 60-მდე სამეცნ. ნაშრომი, რ-ებიც ეძღვნება საქართვ. სადაზღვევო ბაზრის განვითარებისა და სრულყოფის აქტუალურ პრობლემებს: „დასაზღვევო კომპანიების გადაზღვევის ფორმების სრულყოფისათვის“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2019, №3, ტ. XI); „კოვიდ-19–ის გავლენა სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე“ (ეკონომიკა და ფინანსები, 2021, №1); „სიცოცხლის სადაზღვევო პაკეტები დაზღვევაში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2023, №2, ტ. 15) .

თხზ.: კაკაშვილი, ნ. (2008). სადაზღვევო საქმე. თბ., ინოვაცია, ISBN 9789941908729; კაკაშვილი, ნ. (2012). სადაზღვევო საქმე: მე-2 გამოცემა. თბ., ინოვაცია, ISBN 9789941908729.