კაკაჩია კორნელი კარლოს ძე
კაკაჩია კორნელი კარლოს ძე

კაკაჩია კორნელი კარლოს ძე (01.VIII.1971. ქ. თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (წარჩინებით, 1994), სამართლის ფაკ-ტის მეორადი სპეციალობა(1993), პოლიტიკურ მეცნ. ასპირანტურის სრული კურსი (1997). თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის პოლიტიკის მეცნიერების და ჟან მონეს პროფესორი, საქართვ. პოლიტიკის ინ-ტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. ამავე უნ-ტისგან მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების აკად. დოქტორის ხარისხი (2002).  სხვადასხვა დროს, კ.კ.  იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახ. სახელმწ. მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნ-ტში(2009-2010), ჯონ ჰოპკინსის უნ-ტში(2000), ასევე კოლუმბიის უნ-ტში ჰარიმანის ინ-ტში(2011), DAAD–ის მოწვეული მკვლევარი ევრ. პოლიტიკის კვლევის ცენტრში (2023). სხვადასხვა წლებში იყო საერთაშ. კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯ. ვაშინგტონის უნ-ტ–თან არსებული ევრაზიის კვლევების პროგრამის წევრი (PONARS  ევრაზია). კ.კ. არის საქართვ. საგარეო პოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პარტ. პოლიტიკის აღიარებული მკვლევარი. ამ და სხვა თემებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი აკად. სტატია მაღალრეიტინგულ რეფერირებად სამეცნ. ჟურნალებში, როგორებიცაა: Democratization; Europe Asia Studies; European Security; International Spectator; Nationalities paper და მრავალი სხვა. კ.კ. თსუ–ში უძღვება კურსებს: მსოფლიო პოლიტიკა, საქართვ. საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, პოლიტ. იდეოლოგიები და პარტ. სისტემები და შედარებითი პარტ. პოლიტიკა. სხვადასხვა წლებში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კ.კ. კითხულობდა ლექციებს ბერლინის თავისუფალ უნ-ტ–ში, კოლეჯ დუბლინში, პარიზის, იენის  და ჰუმბოლტის უნ-ტ–ებში. კ.კ. არის რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და თსუ–ში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მკვლევართა ელექტრონულ ჟურნალს (2019-2024).

თხზ.: კაკაჩია, კ. (2017). საერთაშორისო სისტემა ვესტფალიიდან ბიპოლარული სისტემის დასასრულამდე. უნივერსალი. ISBN: 9789941229145; კაკაჩია, კ. (თანაავტორი). (2018). გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის. Konrad Adenauer Stiftung. ISBN: 13:9789941449932; კაკაჩია, კ. (თანაავტორი). (2022). საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის.  Bloomsbury Publishing. ISBN: 9781788313650; კაკაჩია, კ. (თანაავტორი). (2024). უსაფრთხოების დინამიკა შავი ზღვის რეგიონში: გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონული წესრიგი. Springer Nature Switzerland AG. ISBN: 9783031629570.