კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე
კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე

კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე (ფსევდ. მ. ხონელი; 16.IX.1921 – 18.V.1983). ქართვ. მწერალი და ჟურნალისტი, საქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). დაამთავრა თსუ (1953). იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი (1961–1964); მუშაობდა პრესაში (1945). სხვადასხვა დროს იყო გაზ. „მოლოდოი სტალინელის“ განყ-ბის გამგე, გაზ. „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორის მოადგილე. მუშაობდა გაზ. „ლელოს“ მთ. რედაქტორად (1949–1952, 1964–1976). მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა სახელწოდება „ფიზკულტურელი“ და დაერქვა „ლელო“. იყო გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი (1953–1955). მისი პუბლიც. წერილები, რეცენზიები, მოთხრობები და ლექსები რეგულარულად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გამოცემული აქვს საფეხბურთო თემატიკის არაერთი ნაშრომი; თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი „სტუდენტები“. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ანიმაციური ფილმი. იყო საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის თავ-რე (1964-1980) და საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის თავ-რე (1954-1956). კ. მ.-ს მინიჭებული აქვს საქართვ. დამს. ჟურნალისტის წოდება (1976) და საქართვ. სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თაოსნობით, დაწესდა მ. კაკაბაძის სახ. პრემია (1993).

თხზ.: კაკაბაძე, მ. (1970). თეთრი და მწვანე : საბჭოთა სპორტსმენები საზღვარგარეთ. თბ., საბჭოთა საქართველო; კაკაბაძე, მ. (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბ., საბჭოთა საქართველო; კაკაბაძე, მ. (1978). ტოტალური ფეხბურთის ზეიმი: X მსოფლიო ჩემპიონატი. თბ., საბჭოთა საქართველო.

ლიტ.:  კაკაბაძე მიხეილ: თბილისი: ენციკლოპედია. თბ., 2002, გვ. 578; კაკაბაძე მიხეილ: საქართველო: ენციკლოპედია: ტომი 4. თბ., 2018. გვ. 473.