კაკაბაძე მარიამ ზურაბის ასული
კაკაბაძე მარიამ ზურაბის ასული

კაკაბაძე მარიამ ზურაბის ასული (30.VIII.1992, თბილისი), ექიმი, დაამთავრა თსსი-ის სტომატოლოგიური ფაკ-ტი (2015). იყო თსუ-ის მედ. ფაკ-ტის დოქტორანტი (2019-2021), დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ენის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მკურნალობა წამლის ლოკალური მიწოდების სისტემის გამოყენებით ცხოველებში“ და მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი მედიცინაში (2022). კ. მ. თსუ-ის იყო ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. მეცნიერ-თანამშრომელი (2019 – 2024), თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრაზე მოწვეული პედაგოგი (2020-2024). კ. მ.-ს პროექტი „კბილის ახალი პულპის შექმნა ბიოინჟინერული მეთოდების გამოყენებით და მისი ეფექტურობის განსაზღვრა ცხოველებზე ექსპერიმენტში“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერის  გრანტით (2023).