კაკაბაძე მანანა შოთას ასული (06.VII.1957, თბილისი), დაამთავრა თსს-ის ინ-ტი (1986). ექიმი, მედ. აკად. დოქტორი. თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტი მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2009-დან); ამავე ინ-ტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2013-2015), შემდეგ კი - არჩეული დირექტორი (2018 – 2022). არის ინ-ტის სწავლული მდივანი (2023-დან). თსუ-ის მედ. ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრაზე მოწვეული პედაგოგი (2010-დან). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მედლით (2023) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით (2024). დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ესტროგენული რეცეპტორების ავტორადიოგრაფიული და რადიომეტრული მაჩვენებლები და მათი განაწილება გულის კუნთში”, რის შემდეგაც მიენიჭა აკად. დოქტორის ხარისხი მედიცინაში (2007). მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანოების (გულის, ღვიძლის, სანაღვლე გზების) მორფ. ნორმულად, სხვადასხვა პათოლოგიის და ექსპერ. მოდელის პირობებში, ბიოინჟინერია და რეგენერაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო დისერტაცია, არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი:,,ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი = The Alexander Natishvili Institute of Morphology" (თსუ მეცნიერება, №101-105, 2013); ,,Biological Insecticide - Entomopathogenic Nematode in Mushroom Hothouse Industry of Georgia" (მოამბე = Bulletin, ტ. 12, N 2, 2018).
თხზ.: Kakabadze, M. (2011). Breast cancer in Georgia. LAP Lambert Academic Publishing, ISBN: 6209318819.