კაკაბაძე ლევან ვიტალის ძე
კაკაბაძე ლევან ვიტალის ძე

კაკაბაძე ლევან ვიტალის ძე (11.III. 1961, ქუთაისი), მათემატიკოსი, ბიზნესმენი. თსუ-ის დოცენტი (1986), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1987). დაამთავრა კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1978) და   ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წითელ დიპლომზე, (1983) და ამავე უნ-ტის  ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის ასპირანტურა (1986), დაიცვა საკანდიდატო დიერტაცია თემაზე: “ ექსპონენტთა სისტემები და მათი ბაზისური თვისებები”, სამეცნ. ხელმძღვ. პროფ. ა. კოსტიუჩენკო (1987). იყო თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის დოცენტი (1986-2004) გამოცემული აქვს  ბროშურა “ლექციათა კურსი უმაღლეს მათემატიკაში" . ამჟამად ეწევა ბიზნესსაქმიანობას, არის  კომპანია  "lrgholding" -ის გენ. დირექტორი (2004-დან).

თხზ.: Kakabadze, L. (1985). Completeness and basicity for a certain system of functions”, Math. Notes, 38:2; Kakabadze, L. (1986). “Finiteness of the discrete spectrum of the perturbed Wiener–Hopf operator”, Funct. Anal. Appl., 20:4.