კაკაბაძე გიორგი რევაზის ძე
კაკაბაძე გიორგი რევაზის ძე

კაკაბაძე გიორგი რევაზის ძე (20.II.1964, თბილ.-12.IV.2020, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი(1985), იყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტი (1985-1987). მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტის ბიოფიზიკის კათედრაზე უფრ. ინჟინერის თანამდებობაზე(1988-2006), ატარებდა აგრეთვე კათედრაზე პრაქტიკულ და სალექციო მეცადინეობებს. დაცული აქვს საკადიდატო დისერტაცია სპეციალობით ბიოფიზიკა(1993). იყო 20-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.