კაიშაური რუსუდან გოდერძის ასული
კაიშაური რუსუდან გოდერძის ასული

კაიშაური რუსუდან გოდერძის ასული (20.IV.1957, თბილისი), მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1982). მუშაობდა წიგნის მოყვარულთა საზ-ბაში რედ. თანამდებობაზე (1984-1987); საქართვ. მეცნ. და განათლების სამინისტროში კოლეგიის მდივნად. ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას თბილ. 116-ე საჯარო სკოლაში; იყო კულტ. ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლთან" არსებულ მულტიეთნიკური საკვირაო სკოლის ქართ. ენის პედაგოგად (2001). "კავკასიურ უნივერსიტეტში" კითხულობს ქართ. ენისა და ლიტ-რის კურსს; მისი ლექსები ითარგმნა ლატვიურ ენაზე. იბეჭდება გაზ."ალტერნატივაში" და ჟურნ.  "არილი". არის ოთხი კრებ. ავტორი.

თხზ.: კაიშაური, რ. (2002). ლექსები : [კრებული]. თბ., კავკასიური სახლი; კაიშაური, რ. (2004). ლექსები : [კრებული]. თბ., კავკასიური სახლი, ISBN: 9992871547; კაიშაური, რ. (რედ.). (2010). ნახატის სიჩუმე. თბ., კავკასიური სახლი, ISBN: 9789941400476.