- კატეგორიები: მათემატიკოსი
ქადეიშვილი თორნიკე (11.IX.1948, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზ.-მათ. ქ. თბილ. № 42 საშ. სკოლა ვერცხლის მედალზე (1966), რამდენჯერმე იყო გამარჯვებული საქართვ. მათ. ოლიმპიადებზე. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971), ხოლო შემდეგ ასპირანტურა (1974). თსუ-ის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1980), თსუ-ის მათ. მეცნ. დოქტორი (1994), საქართვ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2023). ქ. თ. მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში(1974-დან), ამჟამად არის ინ-ტის უვადო მთ. მეცნ. თანამშრომელი, გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყ-ბის გამგე (1999 -დან) და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2008-დან). მისი კვლევის საგანია ალგებრული ტოპოლოგია. მისი მთავარი აღმოჩენაა ე. წ. მინიმალობის თეორემა, რომელმაც ძალიან დიდი გავრცელება მოიპოვა მათემატიკის (ფიბრაციათა ჰომოლოგიის თეორია, ტოპოლოგიურ სივრცეთა ალგებრული მოდელები) და ფიზიკის (სიმთა თეორია, სარკული სიმეტრია) სხვადასხვა დარგებში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ საერთაშ. აღიარების სამენ. ჟურნალებში, მონოგრაფიებში, აქვთ ბევრი ციტირება და გამოყენება. ჰქონდა ბევრი მიწვევა საერთაშ. სამეცნ. ცენტრებში მოხსენებებისა და ლექციების წასაკითხად, აქვს ერთობლივი სამეცნ. ნაშრომები ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებთან. დაჯილდოებულია ჰუმბოლდტის სტიპენდიით (გფრ, 1987), საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემიით (1995), არის თეორიული ფიზ. საერთაშ. ინ-ტის (ICTP) უფროსი ასოცირებული წევრი (ტრიესტე, იტალია, 2008-დან). მიღებული აქვს მრავალი გრანტი როგორც საქართვ. ეროვნული სამეცნ. ფონდის, ასევე მსოფლიოს წამყვანი სამეცნ. ფონდების ISF (1993), CRDF (2000), PEER (2015), INTAS (2000). არის ამერიკის მათემატიკოსთა საზოგადოების წევრი (1989). სხვადასხვა წლებში იყო საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნ. საბჭოს, საკოორდინაციო საბჭოს, საკონსულტაციო ჯგუფის, ასევე საქართვ. მეცნიერების რეფორმირების სამთავრობი კომისიის წევრი. იყო საქართველოსა და უცხოეთში ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორი, მათ შორის ტრიესტეში (იტალია) ჩატარებული საზაფხულო სკოლის დირექტორი (2008).
თხზ.: 1. Kadeishvili, T. V. (1980). On the theory of homology of fiber spaces. Uspekhi Mat. Nauk 35, no. 3(213), 183-188 [in Russian]; ISSN: 0042-1316; 2. Huebschmann, J., Kadeishvili, T. (1991). Small models for chain algebras. Math. Z. 207, no. 2, 245-280; ISSN: 0025-5874; 1432-1823/e; 3. Kadeishvili, T. (2023). A(∞)-algebra structure in the cohomology and cohomologies of a free loop space. Translation in J. Math. Sci. 275, no. 6, 735-743. Itogi Nauki Tekh. Ser. Sovrem. Mat. Prilozh. Temat. Obz., 177, Algebra (Russian), 87-96, Vseross. Inst. Nauchn. i Tekhn. Inform. (VINITI), Moscow, 2020 [in Russian]; ISSN: 1072-3374; 1573-8795/e.