- კატეგორიები: ისტორიკოსი
ქადაგიშვილი სოფიო ზაქარიას ასული (27.II.1989, თბილისი). ისტორიის დოქტორი. სწავლების სამივე საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დაასრულა თსუ-ში. ქ. ს.-მ დაიცვა სადოქტორო დისეტაცია, რ-იც ეხებოდა ეთნიკურობის აღქმას შუა სს. საქართველოში (2024). ქ. ს. მუშაობს თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბის მეცნიერ თანამშრომლად (2018-დან). ამავდროულად, იგი არის ევრ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი., აგრეთვე საქართვ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი. თსუ-ში სხვადასხვა დროს უძღვებოდა სალექციო კურსების სემინარებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსის სტუდენტებთან (ისტ. მეცნ. შესავალი, საქართვ. ისტორია, ქართ. იდენტობის ისტორია). მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს შუა სს. და ქართ. იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. ფორუმში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ. თავადაც არაერთხელ ყოფილა ეროვნ. თუ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, აქედან უმეტესობა ეხება ქართ. იდენტობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: ქართ. ეთნ. იდენტობა შუა სს. მონოგრაფიაში ავტორი ცდილობს დაადგინოს როგორ მოიაზრებდა ქართ. ერთობა საკუთარ თავს შუა სს. (XI-XVIII სს.) ჰაგიოგრაფიული და ტრად. ისტორიოგრაფიული თხზულებების მიხედვით. ქ. ს. არის სამეცნ. ჟურნ.-ქართული წყაროთმცოდნეობის და Scientia-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ორჯერ არის დაჯილდოებული უნ-ტის მედლით (2013, 2015).
თხზ.: ქადაგიშვილი, ს. (2022). ქართული ეთნიკური იდენტობა შუა სს. (XI-XVIII სს. ქართული ჰაგიოგრაფიული წყაროების მიხედვით). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი. ISBN 9789941842504.