-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასისტენტ-პროფესორი
ქადაგიშვილი ლეილა ვლადიმერის ასული (9.I.1957, გურჯაანი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის საინჟ. ეკონომიური ფაკ-ტი, მშენებლობის ეკონ. და მართვის სპეციალობით (1983). იყო ეკონ. დაგეგმვისა და მართვის სამეცნ. კვლევითი ინ–ტის სამეცნ. ხარისხის მაძიებელი (1990-1993). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სისტემის სარემონტო-სამშენებლო ორგანიზაციათა ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები“(1993). თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (2001), ეკონ. აკ. დოქტორის წოდება (2004). იყო ეკონ., დაგეგმვისა და მართვის სამეცნ. კვლევითი ინ–ტის უფრ. ლაბორანტი და ამავე ინ-ტის მეცნ.-თანამშრომელი (1984-1993). საინჟ. ეკონ. ფაკ-ტის მშენებლობისა და მომსახურეობის სფეროს ეკონ. და მართვის კათედრის დოცენტი (1994-2000). თსუ-ის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკ–ტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის დოცენტი (2000-2006). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006-2012). საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასისტენტ-პროფესორია (2012–დან). გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, რ–ებიც ინდექსირებულია Web of Science და Scopus-ის ბაზებში. მისი ციტირებები მოცემულია სხვადასხვა ეროვნ. და საერთაშ. ნაშრომებში. არის 3 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. არის თსუ-ის მიერ დაფინანსებული 6 მიზნობრივი სამეცნ. საგრანტო კვლევითი პროექტის მონაწილე. მისი სამეცნ. რედაქტორობით თსუ-ის მიერ ორგანიზებული სახელმძღვაელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში ფაკ-ტზე ქართულ ენაზე მომზადდა ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს - William M. Pride, Robert J. Hughes, Jack R. Kapoor. BUSINESS, TWELFTH EDITION, SOUTH-WESTERN CENGAGE Learning (2013) ავტორიზებული თარგმანი.
თხზ.: ქადაგიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2011). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები: განმარტებები, ტესტები, კითხვები, დავალებები, პრაქტიკული სიტუაციები და ეთიკური დილემები. თბ., გამომც. გეოიდი; ქადაგიშვილი, ლ. (2012). ეკონომიკური გლობალიზაციის ზოგიერთი თავისებურება. ეკონომიკა და ბიზნესი, №3 გვ. 123–128. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ქადაგიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2016). ბიზნესის ტექნოლოგიური გარემო საქართველოში და ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა.