კაჩინსკი ლეხ
კაჩინსკი ლეხ

კაჩინსკი ლეხ  (Kaczyński Lech Aleksander, 18. VI. 1949, ვარშავა - 10. 04. 2010, სმოლენსკი), ქართულ-პოლონური ურთიერთობების განმტკიცების, ევროსტრუქტურებში საქართვ. ინტეგრაციის ხელშეწყობის, სამეცნ.-კულტ. კონტაქტების დამყარების, თსუ-სა და პოლონეთის უნ-ტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის პოლონეთის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (13.04.2007).

კ. ლ.-მა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდ. ფაკ-ტი დაასრულა იურიდიულ მეცნ. მაგისტრის ხარისხით (1972), შემდეგ კი გდანსკის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1979). მოგვიანებით ამავე უნ-ტის პროფესორი იყო. ლექციებს კითხულობდა ვარშავის კარდინალ ს. ვიშინსკის უნ-ტშიც.

კ. ლ.-მ პოლიტ. მოღვაწეობა ანტიკომუნისტურ მშრომელთა დაცვის კომიტეტიდან დაიწყო. აქტიურად ჩაერთო გდანსკის საპროტესტო აქციებში და გახდა მოძრაობა „სოლიდარობის“ პირველი ყრილობის დელეგატი (1980). იგი აირჩიეს პოლონეთის სენატის (1989), შემდეგ კი - სეიმის წევრად (1991).

კ. ლ.  პოლონეთის ეროვნ. უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვ. იყო (01.11-12.03.1991). მას პოლონეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა (1992-1995).

კ. ლ. პოლონეთის იუსტიციის მინისტრი იყო (2000-2001). ძმასთან, იაროსლავთან ერთად დააარსა პოლიტ. პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (2001). იგი ვარშავის მერად აირჩიეს (18.11.2002), გარდაცვალებამდე (2010) კი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა (23.12.2005-10.04.2010).

პოლონეთის პრეზიდენტი, კ. ლ. მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა (10.04.2010). ამავე დღეს მიენიჭა საქართვ. ეროვნ. გმირის ორდენი, თბილ. ერთ–ერთი ქუჩა კ. ლ.-ს სახელობისაა.