კაჭარავა ვასილ ვილის ძე
კაჭარავა ვასილ ვილის ძე

კაჭარავა  ვასილ ვილის ძე (12.VIII.1954, თბილისი - 09.VI. 2023, თბილისი.), ამერიკისმცოდნე. ისტორიკოსი (1980), დიპლომატი (1990), თსუ-ის პროფესორი (2007), ამერიკისმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ხელმძღვ. (2009). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1976); მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის უნ-ტის ასპირანტურა (1980). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰერბეტ ჰუვერის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა“ (1980) და მიიღო ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხი ამერიკის ისტორიის მიმართულებით;  იყო თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის აზიისა და აფრიკის უახლესი ისტორიის კათედრის ასისტენტი (1980-1983),  დოცენტი (1983-1985),  ისტორიის ფაკ-ტის ევრ. და ამერიკის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი (1985-1994),  საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სამმართველოს უფრ. (1993-1994), საქართვ. პარლამენტის აპარატის უფრ. (1994),  საქართვ. საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში (1994-1998), საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრ. და ამერიკის დეპარტ. დირექტორის მოადგილე (1998-1999), განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის საკოორდინაციო განყოფილების ხელმძღვ. (1999-2001), თსუ-ის ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი (1999-2009); თსუ-ში დააარსა ჰუმანიტარული ფაკ-ტის ამერიკისმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტი (2009 წლიდან), ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაციის პრეზიდენტი (2002),  ევრ. კვლევების ინ-ტში ასოცირებული პროფესორი (2007), თსუ-ის ევროპისმცოდნეობის  ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2007-2023), ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2008-დან), ამერიკის შესწავლის ინ-ტის ხელმძღვ. (2009-2023), ჰუმანიტარული ფაკ-ტის პროფესორი (2012-2023), “ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის” პრეზიდენტი (2000-2023). კ. ვ. წლების განმავლობაშიიყო „ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციას“ ხელმძღვ. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ამერიკის ისტორიის ზოგად კურსს, ქართულ-ამერ. ურთიერთობების ისტორიას, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიას, აშშ-ის პოლიტიკურ მმართველობას და სხვ. მისი ხელშეწყობით ამერიკის შესწავლის ცენტრები შეიქმნა ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სახელმწ. უნ-ტებში. კ. ვ. აშშ-ის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომის ავტორია. მას ეკუთვნის სამი ფუნდამენტური მონოგრაფია შეერთებული შტატების კონსერვატიული ათწლეულების შესახებ: „ამერიკა 1920-იანი წლებში“ (2008), „ამერიკა 1950-იან წლებში“ (2011), „რონალდ რეიგანი და მისი ათწლეული - ამერიკა 1980-იან წლებში“ (2022). კ. ვ.-ის ხელმძღვანელობით თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინ-ტმა და ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაციამ გამოსცა სამეცნ. სტატიების კრებ. „ამერიკის შესწავლის საკითხები“ (რვატომეული). კრებულებში გაერთიანებულია ქართვ.,  ამერ. და ევრ. მეცნიერების სტატიები, მიძღვნილი ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი. კ. ვ.-ის ხელმძღვანელობით ამერიკისმცოდნეობის ინ-ტმა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გამოსცა ამერიკის ისტორიის დოკუმენტების კრებულის ქართული თარგმანი (2014). კ.ვ.-ს ეკუთვნის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო: „ დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია: 1877-2008 წლები“ (2018).

 თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კაჭარავა, ვ. (2022). რონალდ რეიგანი და მისი ათწლეული: ამერიკა 1980-იან წლებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941360695; კაჭარავა, ვ. (2011). ამერიკა 1950-იან წლებში: ეიზენჰაუერივით კონსერვატიული და მონროსავით მომხიბლავი. თბ., კლიო, ISBN: 9789941415340;  კაჭარავა, ვ. (2008). 1920-იანი წლების ამერიკა: ამერიკული ინდივიდუალიზმი, ეკონომიკური აყვავება, ჯაზის ეპოქა, მშრალი კანონი, დეპრესია. თბ. საქართვ. მაცნე, ISBN: 9789994066810; კაჭარავა, ვ. (2002). ამერიკის შესწავლის საკითხები: [კრებ.]: 1. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992895977; კაჭარავა, ვ. (2003). ამერიკის შესწავლის საკითხები: [კრებ.] 2. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა.  ISBN:9992895977.