-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი
კაჭარავა ხათუნა ფარნაოზის ას (16.VII.1961, ქ. თბილ.). ქართვ. ჟურნალისტი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1983) და შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა. ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (ჟურნალისტიკა–ლიტერატურათმცოდნეობა, 1990), შემდგომ-ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი. თსუ-ის დოცენტი (2000), ასისტენტ-პროფესორი (2005–2017), ასოცირებული პროფესორი (2017–2024). არის გრ. რობაქიძის უნ-ტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვ. (2003–2020). კავკასიის საერთაშ. უნ-ტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვ. თსუ-ის სასწ. სატელევიზიო ცენტრის პედაგოგი (1993–2003). მუშაობდა გრ. რობაქიძის უნ-ტის ქართ. ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის კვლევით ინ-ტში კვლევების კოორდინატორად; BRAMS — ბრიტანეთისა და ამერიკის კვლევის ინ-ტში კვლევების კოორდინატორად. იყო აშშ-ის მედია განათლების პროგრამის მონაწილე (DePaul University, ჩიკაგო). არის American Journal of Alternative Education-ის სარედაქციო საბჭოს წევრი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი (2018–2021); საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის წევრი (2013). იყო თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის აკად. პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი (2013–2015); შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2015). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის (2013). არის ს. მესხის სახ. პრემიის ლაურეატი ქართ. ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2020). არის საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
თხზ.: Kacharava, Kh. (2014). History and Modernity of “Agence France-Presse” (ფრანგ. Agence France-Presse). Proceedings of the 2nd Eurasian Multidisciplinary Forum, ტ. II; Kacharava, Kh., Kemertelidze, N. (2016). Visual and Verbal Communications: Similarities and Differences. Proceedings of the 4th Eurasian Multidisciplinary Forum; Kacharava, Kh., Kemertelidze, N.; Koroshinadze, L. (2017). The Language of Journalism in English and Georgian Languages (Comparative Analysis). Proceedings of the 7th Eurasian Multidisciplinary Forum; Kacharava, K., Georgian Media Covering Conflict in Abkhazia. სამეცნ. კრებული, გვ. 23–29; Kacharava, Kh., Some Aspects of a Journalist’s Professional Ethics: Foreign Experience and Georgian Reality. European Scientific Journal; Kacharava, Kh., Popkhadadze, N. The Georgian State Television and Radio Committee (1979–1986): De Jure – A Soviet Ideological Instrument, De Facto – A Prototype of Public Broadcasting. „მოამბე“, №56.