კაჭარავა გიორგი
კაჭარავა გიორგი

კაჭარავა გიორგი (12. XII. 1912, სოფ. საკაჭარავო, აბაშის რაიონი — 8. III. 1995), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ქართველოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949). იგი მუშაობდა თსუ-ში კავკასიურ ენათა კათედრაზე. მოღვაწეობდა ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტში (1958-დან). ავტორია 2 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიისა, რ-ებიც ეძღვნება ქართველოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1994).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კაჭარავა, გ. (1980). ფონეტიკური ლიტერატურის ბიბლიოგრაფია: ქართველური ენები. მეცნიერება; კაჭარავა, გ. (1988). თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა, ნაკვ. 4.