კაასა სტეინ
კაასა სტეინ

კაასა სტეინ (Kaasa Stein, 07.VIII.1953, ოსლო) თსუს  მიმართ გაწეული დამსახურებისათვის, თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის სადოქტორო პროგრამა "კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის" პალიატიური მზრუნველობის მიმართულებასთან და აკადემიურ პერსონალთან წარმატებული თანამშრომლობისათვის, პალიატიური მზრუნველობის ევრ. ასოციაციის მსოფლიო სამეცნ. კონგრესის პრეზიდენტს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.09.2015).

კ. ს. პალიატიური მედიცინის ინ-ტის კიბოს კვლევისა და მოლეკულური მედიცინის პროფესორია (მედიცინის ფაკ-ტი, ნორვეგიის  მეცნ. და ტექნოლოგიების უნ-ტი) (1993). მის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს ძირითადი სასწ. და სამაგისტრო პროგრამების  განვითარება პალიატიურ მედიცინაში.

პროფ. კ. ს. აწარმოებს სიმპტომებისა და სუბიექტური ჯანმრთელობის შეფასებისა და კლასიფიკაციის საბაზისო კვლევას, ექსპერიმენტულ და  კლინიკურ კვლევებს პალიატიურ მედიცინასა და კიბოს დიაგნოსტიკაში, ოპიოიდებისა და  კაქექსიის მკურნალობას.

კ. ს. ტრონდჰაიმის ევროპის პალიატიური მზრუნველობის კვლევითი ცენტრის წამყვანი მკვლევარია.  ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულებაა პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა.

კ. ს. აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: „პალიატიური მზრუნველობის ევრ. ასოციაციის კვლევითი ცენტრი“ (EAPC), „საერთაშორისო ასოციაცია ტკივილის შესწავლის, კიბოს დამარცხებისა და პალიატიური მზრუნველობის კვლევითი კოლაბორაცია.“ მეცნიერი ამჟამად  „კიბოს დამარცხების ნაციონალური ცენტრის“  დირექტორია.

კ. ს.-ს გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სტატია და წიგნი. იგი არის ავტორი სახელმძღვანელოსი „პალიატიური მზრუნველობა“ და ოქსფორდის სახელმძღვანელოების  („პალიატიური მედიცინა“) თანაავტორი.

პროფ. კ. ს. მრავალი საერთაშ. ჟურნალის რედაქტორ-რეკომენდატორი, მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეფერენტია („ტკივილისა და სიმპტომების მართვა“, „კლინიკური ონკოლოგიისა და ტკივილის მართვა“). ის არის ევროპის სამედ. ონკოლოგიის საზ-ბის ცენტრის (ESMO) სამუშაო ჯგუფის წევრი.