-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი კურსდამთავრებული
ქააძე ქეთინო დიმიტრის ასული (02.X.1981, ახმეტა). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრი (2003) და მაგისტრატურა (2005). კანზასის სახელმწ. უნ-ტში (Kansas State University, აშშ), დაიცვა დოქტორის ხარისხი, თემაზე: “Study of WZ Production with the D0 Detector” (2010); მუშაობდა ბირთვული კვლევის ევრ. ორგანიზაციში, როგორც პოსტ-დოქტორალური მკლევარი (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 2010-2013); იყო ენრიკო ფერმის ეროვნ. ლაბორ. მკვლევარი (Fermilab, აშშ, 2013-2014); კანზასის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2015-2020) და ასოცირებული პროფესორი (2020-დან). ქ. ქ.-ის კვლევების მიმართულებაა: ექსპერიმენ. ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა; არის დიდი ადრონული ამაჩქარებლის (Large Hadron Collider, CERN) საერთაშ. CMS კოლაბორაციის წევრი; ათეულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: “Measurement of the inclusive and differential Higgs boson production cross sections in the decay mode to a pair of tau leptons in pp collisions at 13 TeV” (PRL, 2022, N 128); “Observation of the Higgs boson decay to a pair of tau leptons” (Phys. Lett. B, 2018, N 779); “Observation of a new boson with mass near 125 GeV in pp collisions at sqrt(s) = 7 and 8 TeV” (J. High Energy Phys., 2013, N 6). მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენაში და წამყვანი როლი ითამაშა ჰიგსის ნაწილაკის ტაუონთა წყვილში დაშლის გაზომვაში;მიენიჭა ევროპელ ფიზიკოსთა საზ-ების პრიზი მაღალ ენერგიებსა და ნაწილაკების ფიზიკაში “ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისთვის” (2013) და როგორც CMS კოლაბორაციის წევრს, წლის Breakthrough Prize (ჯილდო “გარღვევა”) ფუნდამენტურ ფიზიკაში (2025).