ჯვარშეიშვილი სოფიკო ილიას ასული
ჯვარშეიშვილი სოფიკო ილიას ასული

ჯვარშეიშვილი სოფიკო ილიას ასული (01.VI.1979, ზესტაფონი), გეოგრაფი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზოგ. გეოგრაფიის განყ-ის მეცნიერ-თანამშრომელი (2018) და ამავე უნ-ტის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამომცემლობის გამოცემათა ინგლისურენოვანი რედაქტ. (2024). დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფიის ფაკ-ტი ეკონ. გეოგრაფიის მიმართულებით, სპეციალობით რეგიონალური პოლიტიკა (2001). ამჟამად, თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკ-ის დოქტორანტი, სადისერტაციო თემა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“. ჯ. ს. არის შ. რუსთაველის სახ. საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „რაჭის (ჩრდილოეთ საქართვ. ერთ-ერთი მხარის) სოფლის დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები“ (2023-2026) კოორდინატორი და ძირით. პერსონალი. ასევე ჩართულია შ. რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტში „ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში: გეოგრაფიული გამოკვლევა“ (2025). ჯ. ს. მონაწილეობდა საზოგ. გეოგრაფიის განყ-ის კვლევით პროექტებში „საქართველოს ტურიზმის პოსტპანდემიური პრობლემები“ (2023-2025) და „საქართველოს დემოგრაფიული პოტენციალი“ (2019-2022). აგრეთვე ჯ.ს. უძღვებოდა სალექციო კურსებს საქართვ. სახელმწ. და კერძო უმაღლ. სასწავლებლებში (2007-2025). იგი არის კახეთის რეგიონის გეოგრ. ატლასის კონსულტანტი, ასევე ორგანიზაცია CENN-ის პროექტის „კავკასიის გეოპარკების ქსელი სამხრეთ კავკასიაში“ გეოსაბჭოს წევრი (2025). გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით მიწვეული იყო გისენის უნ-ტის პროექტში „როგორ ვმართოთ გეოპარკები? გეოტურიზმის მენეჯმენტი სამხრეთ კავკასიაში“ (2024). მან კობლენცის გამოყენებით მეცნ. უნ-ტის პროფ. მაგდალენა შტულბთან ერთად შეისწავლა ახალგაზრდებში უმუშევრობის და მიგრაციის საკითხები და გამოაქვეყნა ერთობლივი სტატია (2023) - Dzhvarsheishvili, S. (თანაავტორი), (2023). „International mobility as a perspective for young graduates from Georgia: Analysing employability for the German job market“. Georgian Geographical Journal, 3(2). ჯ. ს.-ს მინიჭებული აქვს არაერთი გრანტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“ აკად. პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. იგი სხვადასხვა დროს მიწვეული იყო კობლენცის გამოყენებითი მეცნიერების (გერმ.), ლილის კათოლიკური (საფრ.) და აფიონ ქოჩათეფეს (თურქ.) უნ-ტებში ლექციების წასაკითხად (2017-2018). მისი პროფესიული გამოცდილებიდან აღსანიშნავია FAO-სა და EBRD-ის ერთობლივ პროექტში ექსპერტად მუშაობა (2016). ჯ. ს. იყო იენის უნ-ტის (გერმ.) და თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის მენეჯერი. პროექტი დაფინანსებული იყო გერმანიის აკადემიის გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ (2011-2017);  მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნ. ნაშრომის რეიტინგულ ჟურნ-ბში: „The role of foreign direct investments in the Georgian economy: Statistical analyses“ (In Resilience and economic intelligence through digitalization and big data analytics: Proceedings of the 4th International Conference on Economics and Social Sciences, Bucharest University of Economic Studies, 2021); „Developing tendencies of foreign direct investments“ (The New Economist, 2022, N16 (3-4); „Demographic issues of social-economic development of Eastern Georgia: Population as a demographic potential“ (Georgian Geographical Journal, 2022, N (2); „Two years of pandemic (Georgian perspectives)“ (Georgian Geographical Journal, 2023, N 3(1); „Prospects of tourism development in Zemo Racha and their reflection among the local society. „Georgian Geographical Journal, 2025, N5(1); „Vulnerability assessment for sustainable development of rural mountain communities in Zemo Racha, Georgia.“ Journal of International Group on Reliability. Reliability: Theory and Applications“ (Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm, 2025, N 20(9).