-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი მათემატიკოსი
ჯვარშეიშვილი აკაკი გიორგის ძე (09.V.1921, სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რ-ნი– 30. XII. 2000. ქ. ელექტროგორსკი, მოსკოვის ოლქი). მათემატიკოსი, თსუ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1951), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1961). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1946). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „წარმოებული რიცხვები და ინტეგრალი“ (1951), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია „დანჟუას ინტეგრალი და ანალიზის ზოგიერთი საკითხები“ (1961). იყო: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ინტეგრალური და დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასისტენტი (1947-1948), და ამავე უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტის მათ. კათედრის ასისტენტი (1949-1950); საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1951-1994); მოსკოვის (რუსეთი) საავიაციო ინ-ტის მათ. კათედრის, პროფესორი (1995-1999). მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ა. წერეთლის სახ. ქუთაისის უნ-ტის მათ. მიმართულების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისი ჩართულობა აკადემიურ პროცესში თანამშრომლობის ფარგლებში ხელს უწყობდა მათემატიკური განათლებისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას. ის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და ფართო სამეცნ. ინტერესებით, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართვ. უნ-ტებში მათ. მეცნ. საგანმან. და სამეცნ. გარემოს განვითარებაზე. მისი ლექციები და სამეცნ. კონსულტაციები მნიშვნელოვან სტიმულს აძლევდა როგორც სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ხოლო მისი გამოცდილება და მეცნ. ავტორიტეტი განამტკიცებდა უნ-ტის მათ. სკოლის პოზიციებს. მისი ხელმძღვ. აღიზარდა მრავალი წარმატებული მათემატიკოსი. მას გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი სამეცნ. მოღვაწეობა მოიცავს ინტეგრალურ აღრიცხვასა და ჰარმონიულ ანალიზს, არსანიშნავიამისი შეწდეგები: სინგულარული ინტეგრალების, დანჟუას ინტეგრალისა და კონიუგატული ფუნქციების თეორიული განვითარების მიმართულებით. მას მრავალწლიანი კეთილსინდისიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თბილ. უნ-ტის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, მინიჭებული აქვს თსუ საიუბილეო მედალი (1968).
თხზ: Jvarsheishvili, A. (1985). Normal functions. Trudy Tbilisskogo Ordena Trudovogo Krasnogo Znameni Gosudarstvennogo Universiteta, 259, 7–32; Jvarsheishvili, A. (თანაავტორი). (1989). The theory of the Denjoy integral and some applications (P. S. Bullen, Trans.) (Monograph, pp. 334). World Scientific Publishing Co. Singapore, New Jersey, London, Hong Kong; Jvarsheishvili, A. (თანაავტორი). (2006). Granichnye svoystva analiticheskikh funktsiy neskol'kikh peremennykh [Monograph: Boundary properties of analytic functions of several variables]. Moscow: MGUP. ISBN 5812207399.