ჯულაყიძე მერაბ გიორგის ძე
ჯულაყიძე მერაბ გიორგის ძე

ჯულაყიძე მერაბ გიორგის ძე (24.I.1958, ვანი - 26.I.2026), თსუ-ის  ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონ. აკად. დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონომიკის ფაკ-ტი, ეკონ. ინფორმაციის მანქანური დამუშავების ორგანიზაციის სპეც-ბით (1975-1980), იყო კ. ბაქრაძის სახ.  სტიპენდიანტი და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში. სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნ. აკად. მოსკოვის ცენტრ. ეკონომ.-მათემატიკის ინ-ტის ასპირანტურაში (1982), აქვე დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ეკონ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1989). თსუ-ში ლექციებს კითხულობს (1986).  იყო საქართვ. უმაღ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტოს სამეცნ. გამოკვლევების უმაღლეს სასწავლებელთაშორისი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (1984-1988). მუშაობდა საქართვ. მინისტრთა კაბინეტის სახელმწ. მრჩევლად საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო საკითხებში(1992-1995), საქართვ. პარლამენტის აპარატში (1997-2012). ლექციებს კითხულობდა თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტში სრული პროფესორის თანამდებობაზე (2000-2010), დღემდე არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკტ-ის ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). სამეცნ. და სასწ. მიზნით მივლენილი იყო აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრიაში, თურქეთში, პოლონეთში, ლიტვაში   (1996-2004). ასოციაცია „SPRITE – GEORGIA” –ს დამაარსებელი.  იყო ამ ასოციაციის მიერ სოციალ. პოლიტიკის საკითხებზე ჩატარებული 12 სემინარის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მიყავდა საპენსიო რეფორმის ლექციების კურსი (1997-2001). არის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ის ეკონომ. პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრი. ფაკ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ,გამოაქვეყნა 55 სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.: ჯულაყიძე, მ. (1997).  ეკონომიკური ინფორმატიკა. თბ.; ჯულაყიძე, მ. (2003). მიკროეკონომიკა. თბ.; ჯულაყიძე, მ. (თანაავტორი). (2003) -   მაკროეკონომიკა. თბ., თბილ. ეკონ. ურთიერთობათა ინ-ტი; ჯულაყიძე, მ. (თანაავტორი). (2008). მაკროეკონომიკა. თბ., თბილ. ეკონ. ურთიერთობათა ინ-ტი; ჯულაყიძე, მ. (მთარგმნელი). (2016). ჯეფრი ვულდრიჯი. შესავალი ეკონომეტრიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.