-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
ჯორჯიკია ნოდარ კონსტანტინის ძე (15.XI.1921, ქუთაისი - 1.VI.2008, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1956). თამაშობდა თბილ. გუნდებში: "ნაუკა" (1940-1941); "ტოდო" (1944-1949) და "დინამო" (1950-1955). ო. ქორქიასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში. არის მსოფლიო სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1951), XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (ჰელსინკი, 1952). წლების მანძილზე იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს რეფერენტი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სპორტის სახეობა: კალათბურთი. იყო საქართვ. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. სსრკ ნაკრების წევრი, მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი ქართ. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზ. მოღვაწეობისათვის (1996); სსრკ ჩემპიონი (1954,1953). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1952); სსრკ თასის მფლობელი (1950); სსრკ ჩემპიონი (1950); ევროპის ჩემპიონი (1947); სსრკ ჩემპიონი (1946,1944). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის, წითელი ვარსკვლავის ორდენის და საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი.