ჯორჯაძე გიორგი პავლეს ძე (14.VIII.1953) ფიზიკოსი. დაამთავრა ვლ. კომაროვის თბილ. ფიზ.-მათ. №199 საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1970). იყო საქართვ. ნაკრების წევრი ნორჩ-მათემატიკოსთა საკავშირო ოლიმპიადაზე (სიმფეროპოლი, 1970), სადაც ჰქონდა საუკეთესო შედეგი (პირველი ხარისხის სიგელი) საქართვ. გუნდიდან. იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის სტუდენტი (1970-1975), ჯ. გ.-ს დაენიშნა მელიქიშვილის სახ. სტიპენდია, ხოლო შემდეგ კი - ლენინის სახ. სტიპენდია (1971-1972). უნ-ტი დაამთავრა წითელი დიპლომით. სადიპლომო ნაშრომი “CP ინვარიანტობის დარღვევის შესაძლო ეფექტების შესახებ სუსტ-ელექტრომაგნიტურ დაშლებში“ შეასრულა სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში. იყო ასპირანტი მოსკოვის ვ. სტეკლოვის მათ. ინ-ტში (1975-1978), სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “ლიუვილის განტოლების რეგულარული და სინგულარული ამოხსნების თვისებების გამოკვლევა“ (1981). სადოქტორიო დისერტაცია “ჰამილტონური რედუქცია და სიმპლექტურ მრავალსახეობებზე” დაიცვა თსუ-ში (1997). ჯ. გ. 1979 წ.-დან მუშაობს ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში, ჯერ უმცროს (1979), უფროს (1986), წამყვან (1997) და მთ. მეცნ. თანამშრომლად (2018). იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის დოცენტი, მაღალი ენერგიების ფიზ. კათედრაზე (1987-1997), შემდეგ კი იმავე კათედრის პროფესორი (1997-2000). არის თბილ. თავისუფალი უნ-ტის პროფესორი (2011-დან). საქართველოში მუშაობის პარალელურად, იგი თანამშრომლობდა უცხოურ სამეცნ.-კვლევით ცენტერებთან, როგორც მიწვეული მეცნ. გრძელვადიანი მივლინებებით. ოთხმოციან წლებში ეს იყო სტეკლოვის მათ. ინ-ტი, ხოლო ოთხმოცდაათიანი წლებიდან დასავლური ინ-ტები: DIAS (დუბლინი, 1992-93), ICTP (ტრიესტი, 1996-2000, 2004-2008), SINS (ვარშავა, 1997-2000), DESY Zeuthen (2000-2003), ჰუმბოლტის უნ-ტი (2004-2016), ბრაუნის უნ-ტი (2018-2019), AEI-MPG (პოტსდამი, 2020-2025). ჯ. გ.-ს სამეცნ. ინტერესებია ინტეგრებადი სისტემები, ყალიბური თეორიები, გეომეტრიული დაკვანტვა, სიმის თეორია, AdS/CFT შესაბამისობა. მის მიერ მიღებული სამეცნ. შედეგებიდან აღსანიშნავია: გეომეტრიული დაკვანტვის დაკავშირება ყალიბურ თეორიებთან; მიზეზობრივი კომუტატორის გამოთვლა ლიუვილის თეორიაში; სიმის თეორიის დაკვანტვა დროით ყალიბში. სამეცნ.-კვლ. გრანტებიდან აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით მომზადებული ორი პროექტი, რ-იც დააფინანსა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნ. ფონდმა (2013-2016) და მეორე, ამჟამად მიმდინარე. მისი უცხოური კვლევითი გრანტების ჩამონათვალი ასეთია: DFG (გრანტი გერმანიიდან, 2007-2009, 2006, 2005, 2004, 2002-2003, 2000-2001), Fulbright (გრანტი აშშ-დან, 2018-2019), GRDF (გრანტი აშშ–დან, 2005-2006), GSRT (გრანტი საბერძნეთიდან, 2000-2001), ICTP (გრანტი იტალიიდან, 2018-2019), INTAS (გრანტი ევრო-გაერთიანებიდან, 2001-2004, 1997-1999, 1994-1996), JSPS (გრანტი იაპონიიდან, 1994-1995), RFBR (გრანტი რუსეთიდან, 2005, 2003-2004, 2000-2002, 1997-1999), VolkswagenStiftung (გრანტი გერმანიიდან, 2010-2012). მიღებული აქვს საგამანათლებლო-სამეცნ. გრანტი VolkswagenStiftung (2014-2023). მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ორი სადოქტორო დისერტაცია საქართველოში და იყო ორი სადოქტორი დისერტაციის თანახელმძღვანელი გერმანიაში. პროფესიონალური ჯილდოებიდან აღსანიშნავია: სტატია Jorjadze, G., Plefka, J., Pollok, J., Bosonic string quantization in static gauge, რ-იც მოხვდა ჟურნ. Journal of Physics A-ის 2012 წლის საუკეთესო ნაშრომთა სიაში; სტატია Frolov, S., Hainze, M., Jorjadze, G., Plefka, J., Static gauge and energy spectrum of single-mode strings in AdS5 S5, მოხვდა Journal of Physics A-ს 2014 წლის საუკეთესო ნაშრომთა სიაში, SFB Fellowship – სრული პროფესორებისთვის, DESY (2016, ჰამბურგი).