ჯორბენაძე ნოდარ პროკოფის ძე
ჯორბენაძე ნოდარ პროკოფის ძე

ჯორბენაძე ნოდარ პროკოფის ძე (05.IX.1930,  სოფ. შრომა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მექანიკოსი,  პედაგოგი. დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, სპეციალობით მექანიკა  (1950-1955); საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1955-1958). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „Некоторые граничные задачи течения вязкой несжимаемой жидкости ограниченной пористыми стенками“ (ფოროვანი კედლებით შემოსაზღვრულ არეებში ბლანტი სითხის დინების ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა) და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სამეცნიერო ხარისხი (1962). იყო საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1962); თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის უფრ. მასწავლებელი (1962-1965); შემდეგ დოცენტი (1965-2006). მისი სამეცნ. ინტერესები იყო ბლანტი სითხის სტაციონალური მოძრაობის შესწავლა. ჯ. ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს 13  სამეცნ. შრომა: „О течении проводящей вязкой жидкости между двумя пористыми плоскостями“ (ДАН СССР, 1960,  т. 133, Т2); „О двумерном течении вязкой жидкости в пористой круглой кольцевой трубе“  (Сообщенения АНГССР, 1961, т. XXVII N4). „Поджатие вязкого слоя, заключенного между двумя пластинами“ (Труды ТГУ, 1966, т. 117,Серия механико-математических наук, т. 5); „О стационарном течении вязкой жидкости между паралельными плоскостями“ (Труды ТГУ, 1976, т.176).