ჯონსი სტივენ
ჯონსი სტივენ

ჯონსი სტივენ (Jones Stephen, 1952), თსუ-ის პოლიტ. მეცნ. და რეგიონული კვლევების მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამოჩენილ მეცნიერს, მაუნთ ჰოლიოკის (აშშ) კოლეჯის პროფესორს, მიენიჭა  საპატიო დოქტორის წოდება (29.VI.2011).

ჯ. ს. ყოფილ სსრკ–სა და  აღმოსავლეთ ევროპაში პოსტკომუნისტური საზ-ების  ექსპერტია. დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისტორიითა და პოლიტიკით. თავისუფლად საუბრობს ქართულად, კითხულობს რუსულ და ფრანგულ ენებზე.

ჯ. ს. მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (მასაჩუსეტსი) რუსეთისა და  ევრაზიის კვლევების კათედრას ხელმძღვანელობდა. სწავლობდა ესექსის უნ-ტის ბაკალავრის საფეხურზე (1974). მიენიჭა სამეცნ. ხარისხი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (1984). მეცნიერი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კალიფორნიის სანტა კრუზის (1986), ლონდონისა (1986-1988) და ოქსფორდის უნ-ტებში.

ჯ. ს.-მა იმოგზაურა საქართველოში (1996), რათა შეესწავლა და გამოეკვლია მსოფლიო ბანკის ეკონ. რეფორმის გავლენა კავკასიაზე, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში კი ლტოლვილთა მდგომარეობის შესასწავლად კონსულტანტად იმყოფებოდა აფხაზეთში.

ჯ. ს. სათავეში ედგა ქართველებისთვის განკუთვნილ ორ საზაფხულო პროგრამას, რ-იც აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისიტროს დაფინანსებით ხორციელდებოდა (2003-2004). იგი თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებს იყენებს ქვეყნის საარქივო და საბიბლიოთეკო სისტემების უზრუნველსაყოფად და ცდილობს, საქართვ. ოფიციალურ პირებთან  თანამშრომლობის გზით მოხერხდეს საარქივო  დოკუმენტების იდენტიფიკაცია-კატალოგიზაცია. 

ჯ. ს. საქართვ. მეცნ. აკად. უცხოელ წევრად აირჩიეს (2011). მეცნიერს ეკუთვნის შემდეგი ნაშრომები: “საქართველო: დამოუკიდებლობის პოლიტიკური ისტორია” (ლონდონი, 2012), “თანამედროვე საქართველოს შექმნა: პირველი  ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები 1918-2010” (ლონდონი,2014).