-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი პედაგოგი მათემატიკოსი
ჯოხაძე ოთარ მიხეილის ძე (02. X. 1956 სოფ. შუქრუთი), მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2009-დან), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1999). დაამთავრა: ქ. ჭიათურის მეორე საჯარო სკოლა, ოქროს მედალზე (1973), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (წითელ დიპლომზე) (1978). სწავლობდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურაში, იყო აკად. ი. ვეკუას პირველი სახ. სტიპენდიატი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1983). არის თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი, უფრ., წამყვანი და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1982-დან), იყო საქართვ. ტექნ. უნ-ტის (1996 – 2000) და ილიას უნ-ტის მიწვეული პროფესორი(2008 – 2011), თსუ-ის მიწვეული პროფესორი (1996 – 2006), აქვს თსუ-ის დოცენტისა და პროფესორის სამეცნ.-პედაგ. წოდებები. მიიღო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემია მათ. და მექანიკის დარგში (2024). არის 2 საერთაშ. და 8 ადგილობრივი გრანტის მფლობელი, გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. შრომა, მათ შორის 60-მდე მაღალრეიტინგულ (იმპაქტ-ფაქტორის მქონე) საერთაშ. გამოცემებისა და ჟურნალებში. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მათ. საზ-ების, თსუ-ის სადისერტაციო საბჭოსა და ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის სწავლული მდივანი. მისი სამეცნ. კვლევის თემატიკაა: სტრუქტურული თეორია წრფივი და არაწრფივი კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა ზოგიერთი კლასისათვის, სასაზღვრო ამოცანები მაღალი რიგის წრფივი ჰიპერბოლური და ფსევდოპარაბოლური ტიპის განტოლებებისათვის, ლოკალური და არალოკალური სასაზღვრო ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის წრფივი და არაწრფივი სასაზღვრო პირობებით, არაკორექტული ამოცანები სიმის რხევის არაერთგვაროვანი და ინვოლუციური განტოლებებისათვის.