-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პროზაიკოსი
ჯოხაძე მაკა შუბუს ასული (10.IV.1948, თბილისი), ფილოლოგი, პროზაიკოსი, დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1971) და ასპირანტურა (1975). ფილოლოგიის მეცნ. კანდ., სადისერტაციო თემა: "დავით კლდიაშვილის პროზის თავისებურებანი" (1981). მსახურობდა: შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინს-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1990-2025); ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების“ ლიტმუშაკად (1985-1989); ჟურნ. „ომეგას“ ლიტერატურის განყ-ების გამგედ (2000-2004); ჟურნ. „ქართული მწერლობის“ განყ-ების გამგედ (2005-2015); საპატრიარქოს რადიოში „ივერია“ (2000-2025), ტელეკომპანიაში „იბერია“ (2000-2005) და საქართვ. ტელევიზიის პირველ არხში (2000-20002). მისი კვლევის სფეროა XIX-XX ს ქართ. ლიტერატურის ისტორიის საკითხები. მიღებული აქვს: საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია (1987); პრემია „საგურამო“ (2010); საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია (1987); საქართველოს მწერალთა კავშირის ილია ჭავჭავაძის პრემია და მედალი (2018); რეზო ინანიშვილის პრემია (2021); ლიტერატურული პრემია „მუზა“ (2022); გიორგი ლეონიძის პრემია (2023); ლიტერატურული პრემია „მუზა“ (2024) და ლიტერატურული პრემია „ანა“ (2024).
თხზ.: ჯოხაძე, მ. (1988). მზერის გადანაცვლება. თბ., მერანი; ჯოხაძე, მ. (რედაქტორი). (2004). ხანი უნდობარი. თბ. ლომისი; ჯოხაძე, მ. (2009). სამოთხე უსიყვარულოდ. თბ., ინტელექტი; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2009). ცამეტნი : ცისფერყანწელები ქართულ კრიტიკულ პროზაში. ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, შპს ,ხომლი ენ; ჯოხაძე, მ. (2012). ჩემი დავით კლდიაშვილი. თბ., არტანუჯი; ჯოხაძე, მ. (2013). ჩაძირული დღესასწაული. თბ., ინტელექტი; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2013). ზვიად გამსახურდია: კვალი ქართული კულტურის ისტორიაში. თბ., ინტელექტი; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2016). ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა, წიგნი I. თბ., მწიგნობარი; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2018). ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი. თბ., მწიგნობარი; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2020). XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ნაწ. II. თბ.; ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2021). XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ნაწ. III. თბ., ჯოხაძე, მ. (თანაავტორი). (2025). XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ნაწ. III. თბ., უნ–ტის გამ–ბა.