ჯოჯუა რუსუდან გრიგოლის ასული
ჯოჯუა რუსუდან გრიგოლის ასული

ჯოჯუა რუსუდან გრიგოლის ასული(09.V.1957, ბორჯომი), ექიმი, მკვლევარი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი  (1981). იყო: ქ. ბორჯომის ცენტრ. საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი (1982-1985); მ. წინამძღვრიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში კლინ. ორდინატორი კარდიოლოგიის კურსით  (1985-1992); თბილ. ცენტრ. რესპ. კლინიკურ საავადმყოფოში სტატისტიკის დეპარტ. უფრ. (1992-1995).  ამჟამად  მუშობს თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. მეცნიერ თანამშრომლად (2007-დან). კომპლექსურად იკვლევს დღეგრძელობის ფენომენს და ხანდაზმული მოსახლეობის პრობლემებს. არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი.

თხზ.: ჯოჯუა, რ. (თანაავტორი). (2016). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა;  ჯოჯუა, რ. (თანაავტორი). (2024). საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური და ეთიკური საკითხების კვლევა. ექსპერ. და კლინ. მედიცინა №5, თბ.