ჯობავა თამარ დავითის ასული
ჯობავა თამარ დავითის ასული

ჯობავა თამარ დავითის ასული (21.III.1955, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1977). ჯ. თ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „ბირთვ-ბირთვული ურთიერთქმედებების შესწავლა 4.5 გევ/c იმპულსის დროს“ (1989) და „Study of Multiparticle Production Processes in relativistic Nuclus-Nucleus Collisions by using streamr Spectrometer” (2004), შესაბამისად. დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მთ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (1979-დან). არის ინ-ტის სწავლული მდივანი, ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. ჯ. თ. იყო თსუ-ის სენატის ორი მოწვევის წევრი (2004-2006); თსუ-ის ფიზ. მათ. სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი (Ph.M.01.04) სადისერტაციო საბჭოს წევრი (2018-დან); ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის (JINR, რუსეთი) SKM-200 და GIBS საერთაშ. თანამშრომლობის მონაწილე (ალმა-ატა-ბუქარესტი-დუბნა-ლენინგრადი-მოსკოვი-სოფია-ვარშავა-თბილისი) (1979-2006). ჯ. თ. დღემდე არის ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაციის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS) საერთაშ. თანამშრომლობის მონაწილე (1994-დან), ATLAS-ში ტოპ კვარკის ფიზიკის შემსწავლელი ჯგუფის წევრი მისი შექმნიდან (1996-2023). ჯ. თ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: რელატივისტური ბირთვულ ფიზიკა, ბირთვ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტების ფენომენი, ტოპ კვარკების წყვილურ დაბადებაში არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი  დაშლებისადმი ATLAS დეტექტორის მგრძნობელობა, დღემდე ტოპ-ანტიტოპ წყვილის მძიმე კვარკონიუმის მდგომარეობასთან ერთად ასოციატიური დაბადების/წარმოქმნის გაზომვა (2016-დან), ვექტორული ბოტომონიუმის მდგომარეობების დაბადების მექანიზმი, 13 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონულ დაჯახებებში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის მონაცემთა ხარისხის და ვარგისიანობის განმსაზღვრელი სამუშაოების ხელმძღვანელობა; ტაილ კალორიმეტრის ტესტურ დასხივებებში მონაწილეობა და  მონაცემების ანალიზი. ჯ. თ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე. არის 1400-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალეში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: “Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC” (Phys.Lett. B, 716, 2012); “Search for flavor-changing neutral-current couplings between the top quark and the Z boson with proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector” (Phys. Rev. D 108, 2023); “Measurement of the production cross-section of J/ψ and ψ(2S) mesons in pp collisions at √s=13 TeV with the ATLAS detector” (Eur. Phys. J. C, 84, 2024). ჯ. თ. იყო მეცნიერთა მსოფლიო ფედერ. მხარდაჭერით დაფინანსებული ორი პროექტის (ATLAS დეტექტორზე ტაილ კალორიმეტრის სამეცნ. საკითხების კვლევა), ორი სადოქტორო, რამდენიმე სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვ. ჯ. თ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ.  კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჯ. თ. დაჯილდოვდა საქართვ. მთავრობის ღირსების ორდენით (2013), თსუ-ის ოქროს მედლით „ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის და ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ (2015). ჯ. თ-ს კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია ფუნდამენტურ მეცნ. დარგში წარმოებული კვლევათა ციკლისთვის „მაღალ ენერგიებზე ბირთვ–ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტების შესწავლა“ (2005); როგორც ATLAS თანამშრომლობის მონაწილე, ჯ. თ. კოლეგებთან ერთად გახდა საერთაშ. პრემია-პრიზის “ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის” ლაურეატი ფიზიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და კვლევებისთვის (2025).