ჯობაძე ვახტანგ
ჯობაძე ვახტანგ

ჯობაძე ვახტანგ (18.III.1917, თბილისი – 10.II.2007, კარლსბადი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ხელოვნების ისტორიკოსს, არქეოლოგს,  საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრს, კალიფორნიის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (01.V.1995).

ჯ. ვ. დაიბადა  სურამის ქალაქის თავის მოადგილის, მენშევიკ ნიკოლოზ ჯობაძის ოჯახში. მან დაასრულა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1940) და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ხელოვნების ისტორიის განხრით სსრკ–ის მეცნ. აკადემიის საქართვ. ფილიალში.

ჯ. ვ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941), სადაც ტყვედ აიყვანეს და ქართვ. ემიგრანტების დახმარებით ტყვეობას თავი დააღწია. მან გიოტინგენის, ერლანგენისა და ფრაიბურგის უნ-ტში განაგრძო ბიზანტიური და აღმოსავლეთქრისტიანული  ხელოვნების ისტ. და კლასიკური არქეოლოგიის შესწავლა (1945–1949).

ჯ. ვ. ევროპის მუზეუმებსა და სიძველეთსაცავებში იკვლევდა ქართვ. მეცნიერებისათვის უცნობ ქართულ ძეგლებს. მისი ინტერესის ძირითად საგანს მუდამ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია წარმოადგენდა. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ, ხახულის კარედის მინანქრის ისტორიის შესახებ, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1949).

ჯ. ვ. ოჯახით გაემგზავრა აშშ–ში (19533), სადაც კალიფონიის შტატის უნ-ტში ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

ჯ. ვ-ის მონაწილეობით ძველი სირიის ანტიოქიის მიდამოების არქეოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ქართველ ხუროთმოძღვრებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდათ ანტიოქიის გაშენებაში (1962–1967). მან ტაო–კლარჯეთში  რვა ექსპედიცია მოაწყო (1965-1988), იკვლია ხანძთის მონასტერი და დაასაბუთა მისი და ფორთის იგივეობა.

ჯ. ვ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს (1889), შემდგ კი – საქართველოს მეცნ. აკადემიის უცხოელ წევრად (1996).