-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი მთარგმნელი კურსდამთავრებული
ჯიშკარიანი ნოშრევან (ჯამბულ) შალვას ძე (29.XII.1953, სოფ. ქვემო ნაგვაზავო, გეგეჭკორის რ-ნი - 9.II.1988, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა (1975). სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. ძვ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურაში (1975-1977). ეწეოდა სამეცნ.-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში (1975-დან). გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნ. აკადემიისა და თსუ-ის სამეცნ.-ბეჭვდით ორგანოებში („მაცნე“, „მოამბე“, „ლიტერატურათმცოდნეობა“) და პერიოდულ პრესაში ძვ. ქართ., სპარს. და სპარსულენოვანი აზერბ. ლიტერატურის საკითხებზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია“ (ხელმძღვ. აკად. ა. ბარამიძე), რომელმაც მაშინვე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, რადგან იგი ახ. სიტყვა იყო ქართ. სახოტბო პოეზიის შესწავლის საქმეში, რაც სპარსულ ლიტერატურასთან მიმართებით იყო გამოკვლეული (1982). ამაში მას ეხმარებოდა ენის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. მას ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. სამეცნიერო ჟურნალებში გამოცემული აქვს ნაშრომები : ,,საყანის წერილები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიისათვის:[პოეტი ხ. შირვანელი, 1120-1199]“ (საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის მაცნე ენისა და ლიტერატურის სერია, 1978, №2, გვ. 84-92); ,,ნიზამის პოეტური სამყარო აკად. კ. კეკელიძის ნააზრევის მიხედვით:[სპარსელი პოეტი ნიზამი განჯელი (1441-1209)]“ (თსუ-ის შრომები ლიტერატურათმცოდნეობა, 1981, ტ. 221, გვ. 21-28). ზემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლას მიენიჭა მეცნ. და ლიტერატურის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე პირის ნ. ჯიშკარიანის სახელი (2011).
თხზ.:ჯიშკარიანი, ნ. (1999). თიხასავით სული ვძერწე : ლექსები. თბ., ინტელექტი, ISBN: 9992855347; ჯიშკარიანი, ნ. (2010). ის, რაც წინათ ქართლი იყო... ლექსები. თბ.,