ჯიშკარიანი ადამ
ჯიშკარიანი ადამ

ჯიშკარიანი ადამ ვასილის ძე (1930-2005) – ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1956), სწავლობდა რუს. მეცნ. აკად. მათ. ინ-ტის ლენინგრადის განყ-ბის ასპირანტურაში. მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1961), ხოლო შემდეგ ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1985). გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში  უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1959-დან), უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1964-დან) და ამავე ინ-ტის გამოთვლითი მათემატიკის სექტორის გამგის თანამდებობაზე. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში. იყო 45 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნ. კვლევის თემატიკა გახლდათ პროექციული (რიტცის, ბუბნოვ-გალიორკინის, უმცირეს კვადრატთა, კოლოკაციის, სასრულ ელემენტთა და იტერაციული) მეთოდები ელიფსური სასაზღვრო ამოცანებისა და სინგულარული ინტეგრალური განტოლებებისთვის.