ჯიშიაშვილი ქეთევან დავითის ას
ჯიშიაშვილი ქეთევან დავითის ას

ჯიშიაშვილი ქეთევან დავითის ას (5.V.1979, ქ. თბილისი) ხელოვნებათმცოდნე, მთარგმნელი. ხელოვნებათმცოდნეობის  დოქტორი (2019). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკად. სახვ. ხელოვნ., ისტ. და თეორიის ფაკ-ტი (2001), ასევე, ესპანეთში, ქ. მადრიდში საბავშვო ლიტერატურისა და საბავშვო ილუსტრაციის კურსი (2011–2012), საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტის დოქტორანტურა (2019). არის თსუ-ის  შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი და თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2023-დან), ,,მწერალთა სახლის“ საერთაშ. ურთიერთობებისა და ლიტ. პროგრამების მენეჯერი (2024-დან). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. კულტ. სამინისტროს შემოქმედებითი პროგრამების დეპარტ. მრჩევლად (2002-2003), ევრაზიის ფონდისა და BP-ის ერთობლივი მედიაპროექტის კოორდინატორად (2003-2004), ევრაზიის ფონდის საქართვ. წარმომადგენლობის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორად (2004-2007), საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს საგანმან. სამსახურის მრჩევლად (2008-2011), ქ. მადრიდის ორენოვანი განათლების პროგრამა BEDA-ს ფარგლებში კემბრიჯის სასერთიფიკატო კურსის პედაგოგად (2012-2016). ჯ.ქ.-ს ინტერესის სფეროებია ვიზუალური ხატისა და სემანტიკური ველის მიმართება პოეზიაში, გ. ტაბიძის შემოქმედება, რაც განხილულია ნაშრომებში: „აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს“ (2022), ,,ფერის ფუნქცია და სიმბოლიკა ლექსში „თოვლი“ (2023), „გალაკტიონის „ოფორტი“ (2024). ასევე, არის მთარგმნელი ესპანური ენიდან, კერძოდ, თარგმნილი აქვს არაერთი თანამედროვე მწერლის ნაწარმოებები. მათ შორის აღსანიშნავია: „ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ“ (2009), ა. ბ. კასარესის რომანი „მორელის გამოგონება“ (2015), ხ. ლ. ბორხესის მოთხრობების კრებ. ,,ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის, მოდელი მკვლელობისთვის, ორი სამახსოვრო ფანტაზია, მოკლე და უცნაური მოთხრობები“ (2018). არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი და ილუსტრატორი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. პრემიით საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციისთვის (2020).