ჯინდორუქი ჰუსამეთინ
ჯინდორუქი ჰუსამეთინ

ჯინდორუქი ჰუსამეთინ (Jindoruk Hüsametin, 1933 - იზმირი, თურქეთი) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ იურისტი და პოლიტიკოსი, თურქეთის დიდი ეროვნ. კრების - მეჯლისის თავ-რე აირჩია საპატიო დოქტორად (16.V.1994). ჯ. ჰ. პოლიტ. ცხოვრება დემოკრ. პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან დაიწყო. მან დაასრულა ანკარის უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტი (1954). ამავე წელს აირჩიეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტად. როგორც იურისტი, ყოველთვის იბრძოდა დემოკრ. იდეების დასაცავად. ჯ. ჰ. „თავისუფლების პარტიის“ წევრია (1958), ხოლო შემდეგ სამართლიანობის პარტიის სტამბოლის ორგანიზაციის თავ-რედ აირჩიეს (14.V.1985).

ჯ. ჰ. სამხედრო გადატრიალებების შემდეგ, პარტია „ჭეშმარიტი გზის“ გენ. მდივანი იყო (1985), იგი ზემოხსენებული პარტიის წარმომადგენლობით მიიღეს პარლამენტში სამსუნის დეპუტატის სტატუსით (1986) და იყო ქ. ესკიშეჰირის დეპუტატი (1991),  „დიდი თურქეთის პარტიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

ჯ. ჰ. თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას თავმჯდომარეობდა (16.XI.1991 – 01.X.1995), შემდეგ კი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა (17.IV.1993 – 16.V.1999).