ჯინჭარაძე ტრისტან
ჯინჭარაძე ტრისტან

ჯინჭარაძე ტრისტან  (1963 ქ. ქობულეთი) ქართვ. მათემატიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1989), დოცენტი (1992). ფინანსების მიმართულების პროფესორი თბილ. თავისუფალ უნ–ტში (2009 -დან). დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1980-1985), ა.რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1985-1989). პარალელურად, დისერტაციაზე მუშაობდა ვილნიუსის პედ. ინ-ტის გეომეტრიის კათედრაზე. მუშაობდა თსუ-ის ალგებრა გეომეტრიის კათედრაზე ჯერ მოწვეულ ლექტორად (1989-1990), მასწავლებლად (1990-1992), დოცენტის თანამდებობაზე (1992 -2006). იყო კათედრის სწავლული მდივანი. პარალელურად მუშაობდა ESM  ბიზნეს სკოლაში (1997-2008), თავისუფალ უნ-ტში (2008-დან). მისი სამეცნ. ინტერესები  მოიცავს ფინსლერის სივრცის დიფერენციალური გეომეტრიის გარკვეულ საკითხებს, ინვარიანტებისა და ლიფტების თეორიებს. მონაწილეობდა ევკლიდეს გეომეტრიის ქართ. გამოცემის მომზადებაში გ.ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც დიფერენციალური გეომეტრიის ასევე ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით.