-
ავტორი
- კატეგორიები: ჰიდროგეოლოგი დოქტორი
ჯიმშელაძე თამარ ჯემალის ასული (06.IV.1980, თბილისი), ჰიდროგეოლოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2002) და მაგისტრატურა (2004). ბულგარეთის მეცნ. აკად. სტ. დიმიტროვის სახ. გეოლოგიის ინ-ტის დოქტორანტურა (2015). ბულგარეთის მეცნ. აკად. სტ. დიმიტროვის სახ. გეოლოგიის ინ-ტის დოქტორი (2015). მიღებული აქვს ჯ. სოროსის ჯილდო ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2002). იყო თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2011); ჰიდროგეოლოგიის დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„საქართველოს ტერიტორიაზე სესმურ აქტივობასთან დაკავშირებული ჰიდროგეოლოგიური კვლევების შესწავლა“ (2015); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2016). ჯ. თ. აიპ ,,საქართველოს გეოთერმული ასოციაციის “ წევრია (2011). მონაწილეობა მიიღო სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,მიწისძვრის მომზადების პერიოდში დედამიწის გეოდინამიურ ველში დარღვევების გამოვლენის მეთოდიკა“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2015, ტ. 18ა); ,,ჰიდროდინამიკური და გეომაგნიტური ანომალიები დაკავშირებული კავკასიის მიწისძვრები“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2016, N 19ა); ,,სეისმური აქტივობის ჰიდროგეოდინამიკური ინდიკატორის ეფექტურობის შეფასება ჭაბურღილების ლოკალური ქსელის მონაცემებით” (მოამბე = Bulletin, 2020, ტ. 14, N 3); ,,Indoor Radon Concentrations in Selected Buildings of Georgia” (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes". Proceedings, 2023); ,,Reaction of the Geomagnetic Field on the Earthquakes Preparation Process in Georgia“ (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, 2024, v. 27(2)).