ჯიქია სერგი სიმონის ძე
ჯიქია სერგი სიმონის ძე

ჯიქია სერგი სიმონის ძე (20.X.1898, სოფ. ონოღია, ახლანდ. მარტვილის რაიონი-6.XII.1993, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), თურქოლოგი, თსუ-ის პროფესორი (1957), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).  დაამთავრა ტფილ.  უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი ენათმეცნიერების სპეციალობით (1923); დატოვეს თურქულ ფილოლოგიაში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. აკ. შანიძის წარდგინებით მივლინებული იყო სტამბოლის უნ-ტში თურქ. ენისა და ლიტ-რის შესასწავლად (1927-1929); იყო ლენინგრადის საკავშირო მეცნ. აკად. ენისა და აზროვნების ინ-ტის ასპირანტი (1929-1932); ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინ-ტში მიწვეული თურქ. ენაში ლექციების წასაკითხად (1931-1936); ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტისა და ლენინგრადის აღმოსავლურ ენათა სახელმწ. ინ-ტის დოცენტი (1930-1937); მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინ-ტში (1936-1960); თსუ-ის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე, ყველა თურქოლოგიური დისციპლინის ლექტორი (1938-1945). თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანი (1945-1952); თსუ-ის თურქოლოგიის კათედრის გამგე (1945-1973); გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თურქოლოგიის განყ-ების გამგე (1973-1993). ჯ. ს.  ასევე იყო საქართვ. უცხ. წყაროების კომისიის თურქ. სერიის რედ., ქსე-ის მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი, სსრკ მეცნ. აკადემიის თურქოლოგთა საბჭოს კომიტეტის წევრი; თსუ-ისა და საქართვ. მეცნ. აკადემიის რამდენიმე ინ-ტის სამეც. საბჭოს წევრი, თბილი. კალინინის რ-ნის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატი (1967); ზარზმის სახ. უნ-ტის რექტორი (1980). ჯ. ს. დაჯილდოებულია: მედლით „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში“ (1946); მედლით „შრომითი  მამაცობისათვის“ (1966); საიუბილეო მედლით „თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 50-ე  წლისთავის აღსანიშნავად“ (1968); საიუბილეო მედლით „მამაცური შრომისათვის ვ. ი. ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ (1970); ივანე ჯავახიშვილის მედლით (1975); მედლით „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30  წელი“ (1975); შრომის წითელი დროშის ორდენით (1978); საქ. სსრ უმაღლ. და საშ. სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით (1978); „სსრკ უმაღლესი სკოლის“ მედლით (1981); ლენინის ორდენით(1987). ჯ. ს. საქართველოში თურქოლოგიის, როგორც სამეცნ. დისციპლინის, დამფუძნებელი, თურქული ფილოლოგიის, ოსმალური პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის პრობლემური და კერძო საკითხების,  ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხების ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა საქვეყნოდ აღიარებული მკვლევარია. მრავალმხრივია მისი მოღვაწეობა – თურქ. ფილოლოგია, ფოლკლორი, თურქ. ენების დიალექტოლოგია, თურქ. ენის ისტორია, თურქ.-ქართ. და თურქ.-ლაზური ენობრივი კონტაქტები, თურქ. დოკუმენტებისა და ისტ. წყაროების პუბლიკაცია, ოსმალეთისა და თურქეთის ისტორიის საკითხები. მან გამოავლინა, ერთი მხრივ, აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვების ქართველოში შემოსვლის გზები და დრო, მეორე მხრივ, ქართ. ენობრივი სუბსტრატის ფაქტები დაადასტურა აღმოსავლეთ ანატოლიის დიალექტებში. მისი დაკვირვებით, თურქ. და აზერბაიჯანის დიალექტებში შესულია სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ლექსემები (გუთანი, მოდგამი, თოხი, მარგილი, ტალავარი, მელისკუდი, ჭინჭარი, ჭაჭა, ჭალა და ა.შ.); თურქ. Lazut „ლაზური მცენარე“ სიტყვის ეტიმოლოგიის საფუძველზე ჯ. ს.-მ აჩვენა, რომ ანატოლიის თურქებს სიმინდის კულტურა ლაზებისაგან გადაუღიათ. აზერბ. და თურქ. ენებიდან ქართილში დამკვიდრდა მეცხოველეობის, მეთევზეობისა და კულინარიის ტერმინები.  ჯ. ს. ავტორია 170-ზე მეტი ნაშრომისა თურქ. ფილოლოგიასა და ქართ. ისტორიოგრაფიაში. იგი გვევლინება მსოფლიო დევთეროლოგიის ისტორიაში პირველ მკვლევრად, ვინც დაძლია სიაკათის ხელით შესრულებულ  ხელნაწერთა გაშიფვრის სირთულეები და სათავე დაუდო  ინფორმაციით დახუნძლულ დოკუმენტთა სწორუპოვარ პუბლიკაციებს. ჯ. ს.-ს მიერ ამოკითხულ-გამოქვეყნებულია მრავალი ოსმალური დოკუმენტი, ფირმანი, ჰუჯათი, ბარათი და ქართ.-თურქ. ისტ. ურთიერთობის ამსახველი სხვა წყაროები. ჯ. ს.-ს ეკუთვნის როგორც ლენინგრადში, ისე საქართველოში გამოცემული თურქ. ქრესტომათიები. მეცნიერება ჯ. ს.-ს უმადლის ქართ. ტრანსკრიპციით გადმოცემული თურქ. ტექსტების აღმოჩენასა და გამოცემას. მან დიდი ამაგი დასდო აზერბ. სკოლებისთვის ქართ. ენის სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. პირველი ქართ.-თურქ. და თურქ.-ქართ. ლექსიკონების გამოცემაც მის სახელთანაა დაკავშირებული. გაზიარებულია „არგონავტის“ ჯ. ს.-სეული განმარტება: არგების (კოლხთა სამკვიდრებელ) ქვეყანაში მიმავალი (/ეგრ/~/არგ/ კანონზომიერი შესატყვისობაა).                                                                                                                

თხზ.: ჯიქია, ს. (1943). ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში. თბ.; ჯიქია, ს. (1944).ლაზუტ’’ სიტყვის წარმოშობისათვის. თბ.; ჯიქია, ს. (1944). ბრძანებითი კილოს წარმოებისათვის აღმოსავლეთ-ანატოლიის თურქულ დიალექტებში. თბ.; ჯიქია, ს. (1946). კოლექტიური შრომის ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულ ენებში. თბ.; ჯიქია, ს. (1947). გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი: (თურქული ტექსტი): წ. 1: ქართული თარგმანი (1941); წ. 3: გამოკვლევა (1958). თბ.; ჯიქია, ს. (1964). იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ. თბ., მეცნიერება; ჯიქია, ს. (1964). თურქული ლექსიკური კალკები ლაზურში. თბ.;  ჯიქია, ს. (1983). თურქული წყაროები XVI . I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. თბ.;  ჯიქია, ს. (1965, 1971). თურქული ქრესტომათია: ტ. 1-2. თბ. ; ჯიქია, ს. (1966).  პიზოდი ოდიშის პოლიტიკური ისტორიიდან. თბ.; ჯიქია, ს. (1974). თურქულ-აზერბაიჯანული ეპოსის – „ქერემი და ასლის“ შესახებ. თბ.; ჯიქია, ს. (1978). ერთი ფონეტი-კური კანონზომიერებისათვის ქართულში. თბ.; ჯიქია, ს. (1983). სულთნის ფირმანი იონა მეუნარგიას ოსმალეთის ორდენით დაჯილდოების შესახებ. თბ.; (1984). Jikia S. (2020). Turkish documents on Turkish-Georgian Historical interrelations. Tb., Ilia State University.                   

ლიტ.: სერგი ჯიქია: ბიობიბლიოგრაფია. (1984). თბ. მეცნიერება; Sergi Cikia: (Biyo-bibliyograya). Derleyen İa Duduçava, Çeviren İlyas  Üstünyer. (2014), Konya, ISBN:9786055262624; სერგი ჯიქია: ბიობიბლიოგრაფია. (2020).  თბ., უნტ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941132629.