-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჯიქია ნუგზარ შალვას ძე (04.I.1947, თბილისი), გამოთვლითი მათემატიკის სპეციალისტი, პედაგოგი. თსუ-ის გამოთვლითი მათ. დოცენტი (1996), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1993). დაამთავრა: თბილ. მე-12 საშ. სკოლა (1965); თსუ კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1965-1970). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ქ. კიევის ტარას შევჩენკოს სახ. უნ-ტში (1993); იყო თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის “ბესმ-6”-ის ინჟინერი (1970-1973); თსუის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის უფრ. ინჟინერი და გამომთვლელი მანქანა “МИР”-ის ექსპლუატაციის უფრ. (1973-1993); მათ. უზრუნველყოფის კათედრის დოცენტი (1993-2006); თსუ-ის საბუნებისნმეტყველო და ჰუმანიტარულ დარგებში მათ. მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე (1996-2006); თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (1998-2005); თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ხარასხის უზრუნველყოფის სამსახურის ჯგუფის წევრი (2000-2006). მისი სამეცნ. ინტერესები ეხება ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „Об исследовании числа шагов в цикле для одного аплгоритма сжатия дискретной информации“ (თსუ-ის შრომები, (მათემატიკა), 1986, ტ. 268, N7); „К вопросу представлении елементарных намкодовой сетке“ (ი. ვეკუას ინ-ტის გაფ. სხდომები მოხსენებები, 2004); „ინფორმაციის შეკუმშვა სპეციალური "B" ტიპის მატრიცების გამოყენებით“ (სამეცნიერო შრომების კრებული, 2013, N4); „Применение метода кодирования изображении в задачах искусственного интелекта“ (სამეცნიერო შრომების კრებული, 2014, N 5).
თხზ.: ჯიქია ნ. (თანაავტორი) (2000). ეკონომიკური კვლევების მათემატიკური საფუძვლები: ნაწ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჯიქია ნ. (თანაავტორი) (2001). გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: (ცნობარი აბიტურიენტთა დასახმარებლად). თბ., უნ-ტის გამ-ბა.