ჯიქია მერაბ ჯანიკოს ძე
ჯიქია მერაბ ჯანიკოს ძე

ჯიქია მერაბ ჯანიკოს ძე (10.VII.1961, ზუგდიდი, სოფ. რიყე), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარმატებით დაამთავრა თბილ. ვ. მ. კომაროვის სახ. ფიზიკა-მათ. სკოლა (1978). ასევე წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ-ტი (1978-1982), ასპირანტურა (1982-1985). სწავლის დასრულების შემდეგ  სამუშაოდ განაწილდა აფხაზეთის მ. გორკის სახ. სახელმწ. უნ-ტში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიზისა და კონტროლის“ კათედრაზე მასწავლებლად. წარმატებით დაიცავა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,პროდუქციის თვით­ღი­რებულების შემცირების  რეზერვები საქართველოს სსრ  ეთერზეთების  წარმოებაში“ (1988). მუშაობდა თსუ–ის სოხუმის ფილიალში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიზისა და კონტროლის“ კათედრის გამგედ  (1989-1993). საქართვ. ტერიტ. მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეა (1992-1993). არის ომისა და სამხ. ძალების ვეტერანი.  მუშაობდა ქ. ფოთის სახელმწ. საინჟ.-ეკონ. ინ-ტის ეკონ. კათედრის გამგედ (1994-1998), პარალელურად კი ფოთის რეგიონალური საბაჟოს უფრ. პირველ მოადგილედ. მინიჭებული აქვს საბაჟო სამსახურის მრჩევლის წოდება,  მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე (მთ. სპეცისლისტი, სამმართველოს უფრ. მოადგილე, საერთო-საკონსულო საკითხთა სამმართველოს უფრ., საფინანსო-სავალუტო დეპარტ. დირექტორის მოადგილე (1998-2000). მინიჭებული აქვს დიპლომატიური სამასახურის უფრ. მრჩევლის წოდება. პარალელურად მუშაობდა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორია (2006). მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი,3 სახელმძღვანელო და ერთი ამოცანათა კრებული, არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი.

თხზ.: ჯიქია, მ. (თანაავტორი). (2007). ეკონომიკური ანალიზი, ნაწ. 2. თბ., უნივერსალი; ჯიქია, მ. (თანაავტორი). (2011).ეკონომიკური ანალიზი:თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა. თბ., მერიდიანი; ჯიქია, მ. (2018). ეკონომიკური  ანალიზი. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941255205; ჯიქია, მ. (2025). მმართველობითი აღრიცხვა მცირე და საშუალო საწარმოებში: სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოები (თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა). თბ., შპს ,,ფორმა“.