ჯიქია მარიკა სერგის  ასული
ჯიქია მარიკა სერგის ასული

ჯიქია  მარიკა  სერგის  ასული  (04. I. 1946, თბილისი), ენათმეცნიერი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1969); ასპირანტურა, თეორ. ენათმეცნ. სპეციალობით (1972); თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი, მუსიკათმცოდნეობის განხრით (1970); არის ფილოლ. მეცნ. კანდ. (1975); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995); თსუ-ის პროფესორი (2000); თსუ-ის ზოგადი ენათმეცნ. კათედრასთან არსებული ექსპერ. ფონეტიკის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1976); საქართვ. მეცნ. აკად. აკად.  გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის  ინ-ტის ტიპოლოგიის განყ-ბის  უმცროსი; უფრ.; წამყვანი; მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და განყ-ბის გამგე (1976-2011); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2011-2017); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის თურქოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვ. (2006-დან); მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიკონში“ (1995). არის თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვ.; სადოქტორო პროგრამის ხელმძღვ.; მიჰყავს შემდეგი სალექციო კურსები: თურქ. ენა (ძირითადი კურსი); თურქ. ენათა შესწავლის შესავალი; თურქ.-ქართ. ენობრივი და ლიტ. ურთიერთობები (ბაკალავრიატი); თურქ. ენათა შედარებითი გრამატიკა;  თურქოლოგიური ენათმეცნ.; თურქიზმები ქართველურ არეალში, თურქ. არეალისტიკა და დიალექტოლოგია (მაგისტრატურა). თურქ. სამყაროს კვლევაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცა  თურქი მწერლებისა და ხელოვანთა ასოციაციის    ჯილდო   (1998);  იყო გრაფინია მ. დოენჰოფისა (გერმანია) (1999) და  შოთა რუსთაველის სახ. სტიპენდიატი (2009);  აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელით (2019); საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართ., თურქ., რუს., ინგლ. და გერმ. ენებზე გამო-ქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი კვლევის საგანი იყო:  თურქ. ენა: (მორფოლოგია,  ლექსიკა, ფრაზეოლოგია, ანთროპონიმია); ქართვ. ანთროპონიმია, სიტყვაწარმოება, ლექსიკა, სინტაქსი; თურქული კალკები ლაზურში; ანთროპონიმული უნივერსალიები,  ლექსემათა სემანტიკური ველები, ქართვ.  პოეტთა სასიტყვეთი, ენებში  სქესის გრამატიკული კატეგორიის გამოვლენის განსხვავებული ასპექტები და სხვ. იყო შემდეგი სამეცნ. ორგანიზაციების  წევრი:  Türkologischer Anzeiger - კოორდინატორი  საქართვ-ში (1985 -1995); Всесоюзная Ассоциация  востоковедов – წევრი (1991-1994); აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის  ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1996-2011); აღმოსავლეთმცოდნეობის  ინ-ტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს წევრი (1996-2006); საერთაშ. ფორუმის – გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი-აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2004); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. და სადისერტაციო საბჭოს  წევრი (2006-2011).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯიქია, მ. (1984). Структура словоформ турецкого языка. Тб., Мецниереба; ჯიქია, მ. (2008). თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიაში. თბ., სიტყვა; ჯიქია, მ. (2008). ISBN: 9789941012907; ჯიქია, მ. (თანაავტორი). (2018). ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში: ნაწ. 1. თბ., მერიდიანი. ISBN: 9789941254475; ჯიქია, მ. (თანაშემდგენელი). (2018). ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში: ნაწ. 2. თბ.,  მერიდიანი. ISBN 9789941254482; ჯიქია, მ. (თანაავტორი). (2019). ინფორმაციის სტრუქტურირება და სამყაროს ენობრივი ხედვა:  სომატური ლექსიკა ქართველურ ენობრივ  სივრცეში. თბ., ახალი  ხედვა, ISBN 9789941479434.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები:  1992-2006. თბ., ISBN: 9789992820414.